ჟერარ რომეროს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” ალექს კოლიადოს იანვარში გაანათხოვრებს.
აღნიშნული ჟურნალისტის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელს რამდენიმე შეთავაზება აქვს, მათ შორის. ესპანური კლუბებიდანაც – მისი შეძენა “გრანადასა” და “ალავესს” სურთ.
ახალგაზრდა შემტევს მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლა მხოლოდ ვარჯიშებისას უწევს, ვინაიდან, კლუბს იგი არ დაურეგისტრირებია და თამაშის უფლება არ აქვს.

ათამაშეთ ეს ბიჭი ხავი არ გეკადრება
ეს ბიჭი საერთოდ გადამავიწყდა, არადა დემბელეს და დემირის ნაცვლად ეს რომ დაგვეყენებინა მარჯვნი უკეთესი იქნებოდა
ამას რო არ დაარეგისტრირებ და დემირს ჩააცმევ 11 ნომერს ის მწვრთნელი გასაგდები იყო თავიდანვე კინწისკვრით
nika 54,
ბარსა ბ ში მაგრად თამაშობდა და კაი გოლებიც გაქონდა . კუმანმა იმენა კარიერა დაუნგრია
ეს საცოდავი, ვის ხელში იყო.