workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მემფის დეპაი, ფრენკი დე იონგი და ერიკ გარსია მატჩის შემდეგ

მემფის დეპაი, ფრენკი დე იონგი და ერიკ გარსია მატჩის შემდეგ

“ვილიარეალთან” გამარჯვების შემდეგ (3-1), ჩავი ერნანდესის მსგავსად, კომენტარები მემფის დეპაიმ, ფრენკი დე იონგმა და ერიკ გარსიამაც გააკეთეს.

მემფის დეპაი:

დავინახე, რომ მეკარე გამოსული იყო და წამის მეასედებში ვიმოქმედე, ჩემს ინტუიციას ვენდე, ბევრი არ მიყოყმანია.

ვიცი, რომ მსგავსს ეპიზოდებს, როგორც წესი, გოლით უნდა ვასრულებდე. თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რათა გუნდს გამოვადგე. ახლა სწორედ ეს გვჭირდება.

ზოგჯერ გოლების სიმცირეს განვიცდით, რაც მე განსაკუთრებით მაწუხებს, რადგან საკუთარი თავს მაღალ მოლოდინებს ვუყენებ. მინდა, უფრო მეტი გოლი გავიტანო, ეს გუნდს სჭირდება. 

როგორც ხედავთ, როდესაც 1-0-ს ვიგებთ, უსაფრთხოდ არ ვართ. “ესპანიოლთან” უპირატესობა შევინარჩუნეთ, დღეს კი ცოტა გაგვიჭირდა, რადგან გოლი მატჩის მიწურულს გავუშვით. მიუხედავად ამისა, მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ.

სინამდვილეში, “ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია.

ფრენკი დე იონგი: 

“ვილიარეალი” ძალიან კარგი გუნდია. ისინი პრესინგს კარგად თამაშობენ, რის გამოც დაცვიდან ამოსვლა რთულია.

ერიკ გარსია:

იმაზე მეტად გაგვიჭირდა, ვიდრე მოველოდით, მაგრამ უკან სამი ქულით მივდივართ. 

მემფისისა და კოუტინიოს გოლებით ძალიან გახარებული ვარ, ისინი მოგებაში დაგვეხმარა.

ჩვენ გვესმის, როგორ სურს ჩავის, რომ ვითამაშოთ. ჩვენ ვიგებთ და ვიზრდებით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 28 ნოე 2021, 20:43

    თითქოს კარგად დაიწყეს და ძველი ბარსას ელემენტები დავინახე, მერე სადღაც ოცი წუთის შემდეგ რატომღაც ბურთი მეტოქეს გადაულოცეს, დაიღალნენ თუ ვილიარეალმა მოუმატა ვეღარ გავიგე. ამხელა უპირატესობის მეტოქისთვის გადაბარება არასერიოზულია. მეტი მუშაობა უნდა ისწავლონ. თამაში რო 90 წუთი გრძელდება არ იციან ვითომ?

  • Albicelecte
    schedule 28 ნოე 2021, 14:31

    ერიკ, შენ რომ ერთი KEY პასი გააკეტე, შეიძლება ყველაფერი 1 ტაიმშივე დაგესრულებინა, შტეგენმა გიშველა უბრალოდ… ცოტა მეტი კონცენტრირება გჭირდება
    მემფის, შენ კიდევ მეტი ცივსისხლიანობა შესრულებისას, 3 კაი მომენტი გაგიფუჭდა გატანამდე
    ფრენკ, შენ დრეს ძალიან კარგი იყავი…
    11 კმ-ის სირბილი შეგძლებია

  • Jorji
    schedule 28 ნოე 2021, 12:12

    გარსია 20 წლისაა და მისგან ისეთ თამაშს ველით რომ ვარსკვლავები მოწყვიტოს, მართლა პერსპექტიული ბავშვია და სასწავლიაქ ბევრი რამ წინ უბრალოდ ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ უმტიტი იმსახურებს შანსს, მაგან რომ აღიდგინოს ფორმა ყველამ ვიცით რაც შეუძლია ეგდა არაუხო უკან საიმედოდ იდგებოდნენ

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 ნოე 2021, 11:59

    აჰა კარგია რომ აღიარა დეპაიმ რომ მაზელაა, მაგრამ ვიშრომებოდა გამოასწორებ ნეტა?🤔 არ ვიცი…დე იონგს რაც შეეხება პრესინგი თქვენ უნდა გეთამაშათ უფრო მეტი, გარსიაზე კი ლაპარაკი არ ღირს

  • frenkie dejong21
    schedule 28 ნოე 2021, 03:53

    რიკის არც ხავი ათამაშებს
    ძაან კი მევასება მარა მაგ ბავშვის იმედი საერთოდ აღარ მაქ