workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მანჩესტერ სიტი სტერლინგის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვს

მანჩესტერ სიტი სტერლინგის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვს

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, “მანჩესტერ სიტისთან” რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერის თაობაზე მოსალაპარაკებლად დღეს ინგლისს ეწვია. 

Marca-ს ჟურნალისტის, ლუის როხოს ინფორმაციით, “სიტი” 26 წლის ვინგერის იანვარში იჯარით გაშვებას არ განიხილავს. მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებს მხოლოდ სრული ტრანსფერი სურთ, რომელიც “ბარსას” 80 მილიონი ევრო დაუჯდება. რასაკვირველია, ამ თანხის გადახდა ახლანდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით თითქმის წარმოუდგენელია. 

შეტევის ფლანგი ის ერთადერთი პოზიციაა, რომლის გაძლიერებასაც ჩავი ერნანდესი აუცილებლად მიიჩნევს. სტერლინგის გარდა “ბარსელონას” რადარზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია, მათ შორის დანი ოლმო, ქარიმ ადეიემი და ჰაკიმ ზიეში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 27 ნოე 2021, 03:27

    80 მილიონს აფასებენ და ნახევრად სკამზე უზით.

  • basa7
    schedule 26 ნოე 2021, 21:37

    მომკალით და ამას ბარსაში ვერფრით ვერ ვხედავ, ანუ კარგი ფეხბურთელია მაგრამ ამის ბარსაში წარმატების ძაან მეეჭვება რატომღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს რა.

  • Ibra 8888
    schedule 26 ნოე 2021, 21:02

    Xalxo tu icit oqros burtis dajildoebas romelime arxi gaushvebs ?

  • nika 54
    schedule 26 ნოე 2021, 20:08

    ციტატა: rivaldo80
    რა სასაცილოა 80 მილიონს ამაში მარტო ნიუკასლი თუ გადაიხდის ან რამე ჩინური კლუბიი…))))))))))))) მართლა კარგი ფეხბურთელია რაც არ უნდა აჰეითერონ მაგრამ 80 მილიონს ამაში არავინ გადაიხდის


    ჰოლანდი 75 გახდება, და ამაში 80-ს ითხოვენ არაძირითადის ფეხბურთელში. ჩვენგან რო უნდოდეთ 40-ს შემოგვთავაზებდნენ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 ნოე 2021, 20:06

    ნიუკასლი დაითრევს ამათ და თუ ჩვენთან ვინმეს ტვინი უმუშავებს ამ ზამთარშინიუკასლს კარგ ფასში უნდა შეტენონ ნაგავი ხალხი, ისინი ყველაფერს აიღებენ ოღონდ არ გავარდნენ და ამათმა მოიშორონ ხარახურა ხალხი

  • Albicelecte
    schedule 26 ნოე 2021, 19:49

    ამ დროს სატრანსფერო ბიუჯეტში 8 მილიოობნიც არ დევს barca-6

  • Iniesta_8
    schedule 26 ნოე 2021, 19:34

    არაფერი გასაოცარი არ უთქვამთ, გვითხრეს რომ არ აპირებენ გაშვებას და შეგვეშვითო.

  • rivaldo80
    schedule 26 ნოე 2021, 19:23

    რა სასაცილოა 80 მილიონს ამაში მარტო ნიუკასლი თუ გადაიხდის ან რამე ჩინური კლუბიი…))))))))))))) მართლა კარგი ფეხბურთელია რაც არ უნდა აჰეითერონ მაგრამ 80 მილიონს ამაში არავინ გადაიხდის