workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის მიმართვა ფეხბურთელებს: ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია?

ჩავის მიმართვა ფეხბურთელებს: ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი რამ, რაც ჩავი ერნანდესმა “ბარსელონაში” მოსვლის შემდეგ გააკეთა, განწყობის შეცვლაა.

პირველივე დღიდან, “მაესტროს” ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფეხბურთელებისთვის გამარჯვებულის მენტალიტეტის დანერგვა და თავდაჯერებულობის დაბრუნება იყო. თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური საუბრის შედეგად, ჩავიმ უიმედო გუნდი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ კოლექტივად გადააქცია.

“ბარსამ” “ბენფიკასთან” სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა, თუმცა პირველ მატჩთან შედარებით, თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ახლა მთავარი გამოწვევა მიუნხენში “ბაიერნის” წინააღმდეგ მაქსიმუმის გაღება და ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. ჩავი ამ გამოწვევას არ უშინდება. მან საკუთარი ოპტიმიზმი საჯაროდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ გუნდი გერმანიაში მოსაგებად ჩავა.

Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე ჩავიმ ფეხბურთელები გაამხნევა და მამოტივირებელი სიტყვებით მიმართა:

“აქ ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია? ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ეს ნამდვილი საჩუქარია, ფეხბურთი ახალ შანსს ყოველთვის გაძლევს. 

თქვენ ყველაფერი გაიღეთ და ხალხი თქვენით ამაყობდა. თუ ამ ინტენსივობით ვითამაშებთ, წინააღმდეგობას ნებისმიერს გავუწევთ.”

“ბაიერნთან” მატჩი ფინალის ტოლფასია. მოგების შემთხვევაში “ბარსა” ჯგუფიდან გავა და დიდ სირცხვილს გადაურჩება. რთული ამოცანაა, თუმცა ჩავის გუნდი ბრძოლას აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • GEO-BARCA
    schedule 25 ნოე 2021, 01:38

    პეპი საძროხეთს უბაბანებს იეჰაააა😂😂😂😂

  • CuleTillIDie
    schedule 25 ნოე 2021, 01:10

    5:0 რო მოუგო მიუნხენგლადბახმა ბავარიას აი პირველივე წუთებიდან თამაშის ბოლომდე შეჭამეს პრესინგით რასაც ჰქვია. ძაან გაურთულეს ასე თამაში, ვერ მოდიოდა გონზე ბავარია. იმედია მსგავს რამეს ვიხილავთ

  • me da barca
    schedule 25 ნოე 2021, 00:06

    ციტატა: Norman Bates

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ბარსა რომ გაყიდონ არა? მაგალითად არაბზე და ტრანსფერები იქნება


    წადი სიტის უგულშემატკივრე ან ნიუკასლს


    პსჟ არ ამომიგდოთ სიიდან.

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ბარსა რომ გაყიდონ არა? მაგალითად არაბზე და ტრანსფერები იქნება


    იმედია იხუმრე.

  • Norman Bates
    schedule 24 ნოე 2021, 22:24

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ბარსა რომ გაყიდონ არა? მაგალითად არაბზე და ტრანსფერები იქნება


    წადი სიტის უგულშემატკივრე ან ნიუკასლს

  • La Pulga10
    schedule 24 ნოე 2021, 22:12

    ინვალიდები თუ გამოჯანმრთელდნენ მაგ დრომდე შეიძლება დადებით შედეგზე ფიქრი.სადაც დინამომ გაუტანა იქ ჩვენც გავიტანთ.

  • nika 54
    schedule 24 ნოე 2021, 22:10

    რა გითხრა აბა, შენც კარგად გახსოვს რო მიუნხენში ჩვენ მოგება არა გვაქვს. თუმცა ამაზე ძლიერებიც ვყოფილვართ თუნდაც 2015-ში.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 ნოე 2021, 21:52

    SHOTADEPAY9,
    ეგ ჯერ ერთი შეუძლებელია ესპანეთში და მერე მეორე საშინელება იქნებოდა, ეგ არის ფეხბურთის სიკვდილი როცა ყველაფერს ფულით ცდილობ, ფულით ტიტულებს ვერ იყიდი, პსჟ და სიტი მაგის დასტურია, ვერცერთი ვერ დადებს ლიგას, ღორებივით მიჰყავთ არასაჭირო ვარსკვლავები, რაიმე წმინდა ხომ უნდა დატოვონ გუნდში, ამხელა ისტორიის გუნდია ბარსა, ბევრი ჩავარდნა ჰქონია და ფეხზე მაინც წამოდგა , ასე რომ გუნდის ფულზე გაყიდვა დანებებაა რასაც იმედია არ იზავენ

  • Andria
    schedule 24 ნოე 2021, 21:35

    კუმანი რო ყოფილიყო: იცით ბიჭებო კი აზრი არააქ ბაიერნთან თამაშს მარა რავი რამე იქნება ;)))))) აუცილებლად მიაღწევს ჩავი წარმატებებს 2-3 კარგი ტრანსფერი აქედან 2 კარგი შემტევი და აუცილებლად მოიხოდება გუნდი მატჩიდან მატჩამდე დიდი პროგრესი აქვს გუნდს ბაიერნამდე 2 მატჩი დაგვრჩა კიდევ უფრო შეიკვრება გუნდი იმედია ფეხბურთელები მხოლოდ დაგვიბრუნდებიან და ოპტიმალური შემადგენლობით გავალთ ვისკა ბარსა !! რაცარუნდა მოხდეს, ყოველთვის ❤️🔴🔵

  • Iniesta_8
    schedule 24 ნოე 2021, 21:22

    ჩმორების თავში რთული შესაშვებია ეგ აზრი.