მიმდინარე სეზონი “ბარსელონასთვის” გამორჩეულად ცუდი რომაა, ამაზე ყველანაირი სტატისტიკა მეტყველებს. ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩენასთან ერთად, გუნდი ისტორიული ანტირეკორდის დამყარებასთანაა ახლოს.
5 ტურის შემდეგ გატანილი 2 გოლი კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. გაუმჯობესების შანსები კი ძალიან მცირეა.
“ბლაუგრანას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საშუალოდ 13.1 გოლი გააქვს, ანუ 2.18 გოლი ერთ მატჩში. წელს ეს მაჩვენებელი 0.4-მდეა შემცირებული – 2 გოლი 5 თამაშში. უარესი შედეგი ტურნირის მონაწილე 32 გუნდიდან მხოლოდ სამს აქვს: კიევის “დინამოს” (0.2), “მალმიოსა” (0.2) და დონეცკის “შახტარს” (0.25).
“ბარსას” რეკორდი ჯგუფურ ეტაპზე 20 გოლია – კლუბმა ეს შედეგი 2011/12 და 2016/17 წლების სეზონებში, პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს მწვრთნელობის ბოლო წლებში, დააფიქსირა.
ანტირეკორდი კი 7 გოლს ითვლის. პირველად, 1997/98 წლების სეზონში ლუი ვან გაალის “ბარსელონას” 7 შედეგიანი დარტყმა ჯგუფიდან გასასვლელად არ ეყო, მეორედ კი – 2009/10 წლებში 7 გოლით “ბარსამ” პირველი ადგილი დაიკავა და იმ სეზონში ნახევარფინალშიც გავიდა.
წელს “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მეტოქეთა კარის ბადე სულ ორჯერ შეარხიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ახალი ანტირეკორდის თავიდან ასაცილებლად “ბაიერნთან” მინიმუმ 5 გოლის გატანა სჭირდება.
თუმცა “რეკორდმაისტერთან” 5 გოლს არავინ ითხოვს, მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რისთვისაც უბრალოდ მოგებაც საკმარისია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ბედს “ბენფიკასა” და კიევის “დინამოს” მატჩის შედეგი გადაწყვეტს.

მოკლედ ბაიერნთან მოგება რო გვინდოდა კი ვიცოდი, მაგრამ არამგონია 5 გოლი გავიტანოთ. ჯანდაბას 1-0 იყოს და ანტირეკორდს გადავიტანთ როგორმე.
Iniesta_8,
ამ კრიზისში 90 მინიონი ჰაერივით გვჭირდება და ნიკო ნაღდად მირჩევნია ფრენკის
დე იონგში მართლა 90 მილიონს თუ გვთავაზობს ვინმე დაუფიქრებლად გასაყიდია, არაფრით გამორჩეული მოთამაშე არაა და ისეთი თამაშიც არ მახსენდება მაგის არ ყოფნით ან ყოფნით რომ გადამწყდარიყო მატჩის ბედი. 90 ლიმონად უმაღლესი დონის ნახევარმცველი მოვა.
ბარამიძე ლუკა,
ხო მაგრამ მაშინ მესი-ნეიმარი-სუარესით ვუტევდით, ნახ დაცვაში რაკიტიჩი-ბუსი-ინიესტა გვყავდა , მაგრამ 1 ით 0 რომ მოვიგოთ ეგეც გაასწორებს თან ძაან
《○BIG ĆULE○》,
ლუის ენრიკემ 6 ბურთი, 6 ბურთიო :დ
ნუ გეშიანიათ გავუტანთ ბაიერნს 6 გოლს და ანტირეკორდიც არ იქნება და გავალთ კიდეჩ🤣🤣😂