workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ ბრეითუეიტს ნდობა გამოუცხადა

ჩავიმ ბრეითუეიტს ნდობა გამოუცხადა

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესსა და თავდამსხმელ მარტინ ბრეითუეიტს შორის რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ჟუანმარტი წერს.

წყაროს თანახმად, 41 წლის სპეციალისტმა დანიელ ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადა და უთხრა, რომ მისი პროფილის მოთამაშე გუნდს ძალიან გამოადგება.

“მაესტრო” ბრეითუეიტზე ფსონის დადებას იანვრიდან აპირებს, თუმცა Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა, 30 წლის შემტევი მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდეს. მარტინი გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებს და მას სჯერა, რომ მიმდინარე წელს თამაშს კიდევ მოახერხებს. ამის გათვალისწინებით, ახალ წლამდე მისი დაბრუნების შანსები მართლაც რეალურია.

ბრეითუეიტმა ტრავმა სეზონის დასაწყისში მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. დანიელმა მხოლოდ სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი 2 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • GiorgiM86
    schedule 24 ნოე 2021, 19:37

    ზამენა ბრეიტაზე უკეთესი არც დაგიჯდება. მებრძოლია და დატოვონ სეზონის ბოლომდე. ნუ მერე სარფიანად გაყიდვაზე იფიქრონ მაგალითად პრემიერლიგაში.

  • azulgerana
    schedule 24 ნოე 2021, 18:01

    როგორ გაგვიცრუა იმედები blush

  • nika 54
    schedule 24 ნოე 2021, 17:51

    ბრეითუეიტმა ტრავმა სეზონის დასაწყისში მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. დანიელმა მხოლოდ სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი 2 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა.
    წარმოიდგინეთ, ტრამვა რო არ მიეღო და ამ გრაფიკით განეგრძო თამაში. დღეს ალბათ ბომბარდირებში იქნებოდა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რა უაზრობებს აკეთებს დეპაი. ერთი ერთზე რო გავიდეს მცველს დაელოდება და მერე მცველისაც და მეკარის მოტყუებას ცდილობს ან უაზრო პასს აკეთებს. ეს საერთოდ როგორაა ნაკრებში ბომბარდირი ვერ ვხვდები.

  • me da barca
    schedule 24 ნოე 2021, 17:25

    დარწმუნებული ვარ, რომ არა "41 წლის სპეციალისტი", კუმანის ხელში ბარსა უეჭველი წააგებდა გუშინ.

  • frenkie dejong21
    schedule 24 ნოე 2021, 17:16

    სხვა გზა არის? 🤔

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 ნოე 2021, 17:03

    რავიცი ეს სათადარიგოზე გვეგდოს მაინც, მშრომელი ტიპია

  • M10 S9 D11
    schedule 24 ნოე 2021, 16:34

    რა დღეშია გუნდი ამის იმედზე როა

  • Memphis Depay
    schedule 24 ნოე 2021, 16:33

    სეზონის დასაწყისშივე რო მეყვანა პიჟონ ლაპორტას ჩავი ასე არ მოხდებოდა, ურთულესი მდგომარეობაშია გუნდი. რესურსი არაა ფიზიკურად, ან რაც ითამაშეს წუხელ ეგეც გასაკვირია.