Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “ბენფიკასთან” გასამართი მატჩისთვის ჩავი ერნანდესის განკარგულებაში “ბარსელონას” ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ იქნება.
აბდე ეზალზულის შემთხვევაში მიზეზი მარტივია: მაროკოელი ფეხბურთელი კლუბმა 31 აგვისტოს გაიფორმა და “ბარსა ბ-ს” რიგებში დაარეგისტრირა, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში კი არ შეუყვანია. UEFA-ს წესდება ითვალისწინებს იმას, რომ კლუბმა ლიგის შეხვედრამდე 24 საათით ადრე სარეზერვო გუნდიდან ფეხბურთელი გამოიძახოს და საერთო განაცხადს დაამატოს, თუმცა ამისთვის საჭიროა, მოთამაშე 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ იყოს დაბადებული და 15 წლის ასაკიდან სარეზერვო გუნდში მინიმუმ ორი წელი უწყვეტად ჰქონდეს გატარებული. აბდე მეორე კომპონენტს ვერ აკმაყოფილებს.
რაც შეეხება ილიას აკომაკს, წყაროს ცნობით, მასზე UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის შეხვედრაში მიღებული დისკვალიფიკაცია ვრცელდება. 17 წლის შემტევი კიევის “დინამოსთან” მატჩში მოედნიდან გააძევეს.
ამ ყველაფერთან ერთად ანსუ ფატისა და უსმან დემბელეს არყოფნასაც თუ გავითვალისწინებთ, ვინგერის პოზიციაზე ჩავის მხოლოდ იუსუფ დემირის გამოყვანის შესაძლებლობა ექნება.




დემირი დეპაი კოუტინიოს ტრიოს დაყენება მოუწევს სხვა გზა არაა ის ხე იონგი არ დამანახოს ოღონდ ძირითადში
არადა ეს ეზალზური მაგრად დამევასა, ძალიან რთული იქნება მოგება, მაგრამ აწი ყველა თამაშს 90 წუთი იმედით ვუყურებ visca barca
დამჟავდა ეს პოსტი მალ მალე დადეთ ეს პოსტები
ევროპალიგის მოსაგებად გაიწევს ჩავიტო, თუ რამე სასწაული არ მოახდინა მანამდე
სახეს გავაძრობთ აგე ნახავთ 👌
ამ შემადგენლობით როგორ გინდა ბენფიკას მოუგო. ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან და ტრ**ს მო*****ნ, რომ არ წააგონ. ჩავი ჯადოქარი არაა ჯოხი, რომ მოიქნიოს და ყველაფერი დაალაგოს. ისედაც ჭ კლასის ფეხბურთელებიდან 4 თავდამსხმელი, რომ ლაზარეთში აგდია, რა გინდა გააკეთო. ჩვენი ჯგუფიდან გასვლა დაუჯერებელი ამბავია, არადა ცოტა ფული ბარსას ახლა ჰაერივით ჭირდება, რასაც უეფასგან მიიღებს ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში.
არც უეფა-ზე თამაშია ურიგო. ზუსტად ჩვენი დონეა.
დემბო ნეტე მაინც დაბრუნდეს
ბენფიკასთან მოგება ძაან რთული წარმოსადგენია
შეიძლება დემბელე დაბრუნდეს
დემირი-მემფისი-გავი ეს ტრიო იქნება ალბათ