Diario SPORT-ის ცნობით, “ბარსელონამ” “ბაიერნს” კინგსლი კომანის იჯარის თაობაზე მიმართა, თუმცა, უარი მიიღო.
კატალონიელები ჩავის დაჰპირდნენ, რომ იანვარში გარემარბს შეიძენენ, ფრანგი შემტევი კი ერთ-ერთი ვარიანტია.
წყაროს ინფორმაციით, “რეკორდმაისტერი” 25 წლის ფეხბურთელის განათხოვრებას არ გეგმავს – ისინი მოთამაშის სრულფასოვან ტრანსფერს განიხილავენ, მაგრამ გერმანელთა მთავარი მიზანი მაინც, კომანის შენარჩუნებაა.
თავის მხრივ, კინგსლი მიუნხენში ბედნიერი არაა, რის გამოც გუნდიდან წასვლა სურს და “ბარსაში” გადაბარგების პერსპექტივაც ხიბლავს.
ფრანგს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გაიკეთეთ @რაკში, ეგეც და დემბელესაც მოგცემთ თუ გინდათ
კარგად შეინახონ ეგეთი დემბელეც გვეყოფაა
დაიტოვეთ კაცო კიდე ერთი ხრუსტალი აკლია ბარსას რა