ცნობილი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის გეგმების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
რომეროს მტკიცებით, 41 წლის სპეციალისტი მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გუნდში ფუნდამენტალურ ფიგურად მიიჩნევს. ასევე, მას სჯერა, რომ მემფის დეპაისა და ფრენკი დე იონგს თამაშის გაუმჯობესება შეუძლიათ. ახალი თავკაცის მიზანია, ამ უკანასკნელს განვითარებაში დაეხმაროს.
საპირისპიროდ, როგორც წყარო იტყობინება, ჩავი ფიქრობს, რომ გუნდის ვეტერანმა წევრებმა – სერხიო ბუსკეტსმა, ჟერარ პიკემ და ჟორდი ალბამ კვირაში მხოლოდ 1 მატჩი უნდა ჩაატარონ.
რომეროს თქმით, “ბარსაში” გატარებულ პირველ დღეს ერნანდესმა კლუბის ხელმძღვანელობას სწორედ ამ საკითხების შესახებ აცნობა.

![რაფინია პსჟ-თან არ იქნება [ჟერარ რომერო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)
ნამდვილად სწორედ ფიქრობს, აბა 33-34 წლისები კვირაში 3 მატჩს ვერ ჩაატარებენ რა თქმა უნდა. იმიტომაც იმატა პიკეს ტრავმიანობამ.
მე ვთქვი რო ბალდე ხავის ბარსას ძირითდის მოთამაშე იქნებათქო არაუხოს შეუმცირონ ტრავმიანობა და ფრენკი დააყენოს საყრდენზე