workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანტოსმა ბარსელონას 2.9 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

სანტოსმა ბარსელონას 2.9 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

ESPN Brazil-ის ცნობით, “სანტოსმა” 2016 წელს გაბრიელ ბარბოსას ტრანსფერთან დაკავშირებით “ბარსელონასთან” დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო კატალონიურ გრანდს 2.9 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ზემოაღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ადრე სხვა ალტერნატივაც განიხილებოდა, რომლითაც კლუბი კმაყოფილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს.

როგორც ცნობილია, “ბარსას” ბრაზილიურ კლუბთან შეთანხმება (რაც 2013 წელს ნეიმარის “ბლაუგრანაში” ტრანსფერის ნაწილი იყო) ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე გუნდი გაბიგოლის შეძენით დაინტერესდებოდა, “სანტოსს” აღნიშნული სიახლე კატალონიელთათვის უნდა შეეტყობინებინა, შემდეგ კი ისინი გადაწყვეტდნენ, ფეხბურთელს გაიფორმებდნენ თუ დათმობდნენ.

საბოლოოდ, 2016 წელს ახალგაზრდა თავდამსხმელი მილანის “ინტერში” ისე გადავიდა, რომ ამაზე “ბლაუგრანას” არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია, რაც ნიშნავს, რომ ბრაზილიელებმა კონტრაქტი დაარღვიეს.

ცნობისთვის, 25 წლის შემტევმა ევროპაში ფეხი ვერ მოიკიდა, ამჟამად კი იგი მშობლიურ “ფლამენგოში” ასპარეზობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 19 ნოე 2021, 17:40

    ეხლა გაკოტრდებიან ესენი და დაიწყებენ ტირილს სად გვაქვს ფული ბაბაიაო…

  • Barca_MNS
    schedule 19 ნოე 2021, 02:40

    ჩვენ გავიგეთ ბარსამ როგორ ვერ გაიგო laughing

  • me da barca
    schedule 19 ნოე 2021, 01:06

    ვინმეს თუ ბარსას ვალი აქვს კიდე კაი.