workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის მიერ რეალის კარში გატანილი გოლი ჩ. ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლის ნომინაციაზეა წარდგენილი

მესის მიერ რეალის კარში გატანილი გოლი ჩ. ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლის ნომინაციაზეა წარდგენილი

2022 წელს უეფას ჩემპიონთა თასის რებრენდინგიდან, რის შემდეგაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა, 30 წელი გადის. ამ ფაქტთან დაკავშირებით, უეფამ გადაწყვიტა, ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გოლი გამოავლინოს.

ნომინაციაში 6 გოლია წარმოდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი “ბარსელონას” ყოფილი კაპიტნის, ლიონელ მესის მიერ 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალის” კარში სოლო რეიდის შემდეგ გატანილი ბურთია. 

არგენტინელისთვის ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • alen halilovic
    schedule 19 ნოე 2021, 00:46

    რა ეპიკური ფოტოა, ამას მაგონებს https://www.youtube.com/watch?v=_ihVsEYQP8E
    პ.ს. სტანკოვიჩის გოლი რა მოსატანია ვერ ვხვდები, ეგ გოლი რაც გავიდა იმ დღიდან მოყოლებული მიკვირს რა ევასებათ მაგ გოლში

  • ნიკა535
    schedule 18 ნოე 2021, 22:27

    nika 54,
    ზიდანის და რონალდუს ისეთი გოლებია როგორიც ყოველ წელს არაერთი გადის ლიგაზე. რით ჩამოუვარდება რონალდუს მაკრატელას(იუვენტუსთან) ბეილის მაკრატელა ფინალში(ლივერპულთან)?? ან რით ჯობია ზიდანის ცნობილი გოლი ლევერკუზენთან,
    ინიესტას ულამაზეს დარტყმას ჩელსისთან?? და ასეთი ერთმანეთის მსგავსი ბევრი ლამაზი გოლი შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ ის რაც მესიმ გააკეთა ამ გოლის დროს, არც მაქამდე გაუკეთებია ვინმეს და მეეჭვება ოდესმე ვინმემ გაიმეოროს!!

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 21:31

    არა მგონია ლეოს შეხვდეს, იქ ზიდანის და რონალდუს მაგარი გოლებია, ხალხს რო უყვარს.

  • La Pulga10
    schedule 18 ნოე 2021, 18:36

    ის სადაა ბოატენგს,რომ ხერხემლის 20,21,22,23 და 24 მალები მოატეხა და მერე კუდუსუნის ძვლით ჩაარჭო მიწაში.

  • Iniesta_8
    schedule 18 ნოე 2021, 17:50

    ბარსელონას რომ გაუტანა ფიორენტინას რომელიღაც ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან მაკრატელა ეგ გოლი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. 6 გოლი კიდე ძაან ცოტაა, იმდენი მაგარი გოლი გასულა ლიგაზე 20 მაინც უნდა იყოს.