workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თუ საჭიროა, უფასოდაც ვითამაშებ – დანი ალვესის ვრცელი ინტერვიუ

თუ საჭიროა, უფასოდაც ვითამაშებ – დანი ალვესის ვრცელი ინტერვიუ

დანი ალვესმა პრეზენტაციამდე BarcaTV+-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

ჩემს საუკეთესო ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახლა აქ ვიქნებოდი. ბევრი ამბობს, რომ პირველი პერიოდი დაუვიწყარია, მაგრამ, მე ვფიქრობ, მეორე უკეთესი იქნება.
ამ მომენტს 5 წელი ველოდი. მე შესანიშნავ სეზონებს ვატარებდი, მაგრამ უკან დაბრუნებას ვერ ვახერხებდი. და სწორედ მაშინ დავბრუნდი, როცა ეს წარმოუდგენლად ჩანდა… ახლა აქ ვარ. ფეხბურთს ყველა ვიცნობთ. ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ დავბრუნდებოდი, რადგან ვიცი, რომ ამ გუნდის დახმარება შემიძლია.
საკმარისი არ იქნება, რომ ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ – ეს გრძნობა ენით აღუწერელია.
მე განვვითარდი. როცა აქ მოვედი, ბავშვი ვიყავი, ისევე, როგორც ახლა, თუმცა – 38 წლის. მთელი მსოფლიო შემოვიარე, რათა აქ დავბრუნებულიყავი. კარგი ატმოსფეროთი ეს გუნდი იგივე გახდება, რაც ადრე იყო.
ახლა დროა, ყველა გავერთიანდეთ, რათა ტიტულები მოვიგოთ და ისინი ფანებთან ერთად აღვნიშნოთ.
გუნდის გულშემატკივრობა და ერთიანობა მარტივია, როდესაც ის იგებს. ასეთ მომენტებში ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ იმიტომ დავბრუნდი, რომ ჩემი მენტალიტეტი “ბარსელონაში” გავავრცელო.
ეს ყველაზე გამორჩეული და მომთხოვნი გამოწვევაა, მარტივი მიზეზის გამო – ეს ადრეც გამომიცდია.
კლუბის გარეთ ხალხი იტყვის, რომ ყველაფერი კატასტროფა იქნება. დამშვიდდით, მე აქ, მოედანზე ვსაუბრობ. მე მათ უკეთ ვპასუხობ, როდესაც ჩემში ეჭვი ეპარებათ. ეს ძალიან ნათელია.

“ბარსაში” დაბრუნება? ეს ძალიან უცნაური იყო. პრეზიდენტს ვესაუბრე. მინდოდა, დავბრუნებულიყავი და გუნდს დავხმარებოდი იმ შემთხვევაშიც კი, თუ არაფერს გადამიხდიდნენ. არაფერს გპირდებით, რისი შესრულებაც არ შემიძლია. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, “ბარსა” რას წარმოადგენს და შემიძლია, მათ ეს ვასწავლო.

დაბრუნებას დაჟინებით ვითხოვდი, სანამ ლაპორტამ არ მითხრა, რომ გადაწყვეტილებას ჩავი იღებდა. ამან კი ჩემი შანსები გაზარდა, რადგან ის კარგად მიცნობს. როდესაც ჩავიმ დამირეკა, შევახსენე, რომ დახმარებისთვის ყოველთვის მზად ვიყავი.

არ მანაღვლებდა, როგორ – მთავარი იყო, “ბარსაში” ვყოფილიყავი. თუ საჭიროა, უფასოდაც ვითამაშებ.
8 ნომერი? მნიშვნელოვანია არა ის, რაც ზურგზე რა გაწერია, არამედ ის, რაც გულში გაქვს. აბიდალის წასვლის შემდეგ, მისი ნომრით თამაში მსურდა, ჩავის შემთხვევაშიც იგივე მოხდა. 8-ნომრიანი მაისურის აღების უფლება სტოიჩკოვსა და ინიესტას ვთხოვე. ინიმ მითხრა, რომ ეს მისთვის დიდი პატივი იყო. 
ოთხი თუ ხუთი წლის წინ ყატარში ვიყავი და ჩავის ვუთხარი, რომ “ბარსელონაში” მწვრთნელად უნდა დაბრუნებულიყო, მან კი მიპასუხა, რომ ჯერ მზად არ იყო. ახლა ჩვენ ერთ დროს დავბრუნდით. 

ვიცოდი, რომ მათი (ბართომეუს ბორდი) წასვლის შემდეგ დავბრუნდებოდი. “ბარსას” დატოვება ადრე გადავწყვიტე, რადგან არ მინდოდა, გუნდიდან მათ გავეგდე.

მე მხოლოდ ერთი პირობა მქონდა, რომ თავად გადამეწყვიტა, როდის წავიდოდი, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს და კლუბის დატოვება ვარჩიე, სანამ ისინი თავად გამაგდებდნენ.

ჩემში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ უცვლელია – სულისკვეთება. თუ “ბარსას” ფანებს ჩემი პირველი ვერსია მოსწონდათ, მეორე უფრო მეტად მოეწონებათ. ახლა უფრო მოწიფული ვარ და თავდაუზოგავად ვშრომობ.
ამ მაისურს პატივს ვცემ – შესაძლოა, ის უკანასკნელი იყოს, რომელსაც ვატარებ. მე ძალიან ნათელი მიზანი მაქვს – 2022 წლის მუნდიალზე თამაში. განსაკუთრებული რაღაცები აქ, “ბარსელონაში” ხდება და ახლა მინდა, ამით ვისიამოვნო.
მე საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას ვასრულებ. დღეს ბრძოლას არ ვიგებ, დღეს ომს ვიგებ. მე დაუნდობელი ვიქნები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • Davita
    schedule 18 ნოე 2021, 02:23

    ეს ისეთ დუხზეა რომ ღლესტს სკამიდან არ ააყენებს

  • Bakero
    schedule 18 ნოე 2021, 00:27

    პუიოლის შემდეგ ასეთი შემართული არავინ მახსენდება

  • mesii..neymar…suarez
    schedule 18 ნოე 2021, 00:14

    როგორი შემართებითაა. მაგრად გამისწორდა ამ გიჟის დაბრუნება კლუბში

  • Ikaifa
    schedule 17 ნოე 2021, 21:43

    მელაა ლაპორტა, ხალხსაც აბრუნებს მოედანზე და მაიკებსაც ყიდის ერთი უფასო ტრანსფერით

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 ნოე 2021, 21:07

    ოოხ როგორი შემართულია, აი ეს მესმის, ახალ ერას ვიწყებთ და ესეთი ხალხია სწორედ გუნდში საჭირო❤❤visca barca💙❤

  • C.PC5
    schedule 17 ნოე 2021, 21:02

    „ დესტს ვესაუბრე, ვფიქრობ, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მომავალში კლუბისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცეს „
    აი პროსტა არ ივარგოს ამ პირაღია ამერიკელმა და მეტი არ მინდა blush ჩავაკითხავ და მივასიკვდილებ relieved

  • NEYBarca
    schedule 17 ნოე 2021, 20:49

    ნეტა მესის არ შეეძლო უფასოდ თამაში ? smirk

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2021, 20:25

    მორიბასავით აზროვნებს რა…

  • Clever liar
    schedule 17 ნოე 2021, 20:18

    ჩუსტა ჩლატუნ ალვესი :))

  • La Pulga10
    schedule 17 ნოე 2021, 17:14

    ჩუსტა მაგარი კაცია