workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაჰიმ სტერლინგს ბარსელონაში თამაშის პერსპექტივა ხიბლავს

რაჰიმ სტერლინგს ბარსელონაში თამაშის პერსპექტივა ხიბლავს

უახლოეს მომავალში “ბარსელონას” განაპირა თავდამსხმელით გაძლიერება გუნდის ახალი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი მთავარი სურვილია. 

ამ დროისთვის ყველაზე გამოკვეთილი რაჰიმ სტერლინგის კანდიდატურაა. “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ბოლო დროს მოედანზე სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს, ინგლისური კლუბი კი, როგორც გუშინ დაიწერა, 26 წლის ფეხბურთელის დათმობისთვის მზადაა. 

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, სტერლინგს “სიტიდან” წასვლა თავადაც სურს და თვლის, რომ “ბარსას” სამომავლო პროექტი საკმაოდ მაცდურად გამოიყურება. ინგლისელი შემტევი მიიჩნევს, რომ მანჩესტერში სტაგნაციას განიცდის და მისთვის უმჯობესი იქნება, თუ კარიერას ახალ ლიგაში და ახალ კლუბში გააგრძელებს. 

სტერლინგის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 50-55 მილიონი ევროა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 12 ნოე 2021, 19:53

    თუ გაგვიცვლიან დემბელეში სამუდამოდ დავისვენებთ.

  • BerdzenaFcb
    schedule 12 ნოე 2021, 19:23

    ეს დემბელეს ალტერნატივაა. უსმანა თუ გაახანგრძლივებს, მგონია ამაზე აღარც იფიქრებენ 🙄🤷‍♂️

  • me da barca
    schedule 12 ნოე 2021, 18:09

    ევრო თუ ფუნტი?!
    მე როგორც ვიცი ფუნტია და ეს უფრო მეტია

  • Snuh
    schedule 12 ნოე 2021, 17:50

    ტვინი აკლია ცოტა, იქნებ ხავიმ მოუგვაროს 😀

  • rivaldo80
    schedule 12 ნოე 2021, 17:38

    ისე ამაზე მაგარ გამქცევს ჩვენ ვერ ვიყიდით იჯარა იდეალური იქნებოდა