workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ სკალონი სერხიო აგუეროს ამხნევებს

ლიონელ სკალონი სერხიო აგუეროს ამხნევებს

“ბარსელონას” არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ “ალავესთან” მატჩში (1-1) თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. საბოლოოდ, დადგინდა, რომ საქმე არითმიასთან გვაქვს.

აღნიშნულ საკითხს, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი Diario Ole-სთან საუბარში ეხმაურება და კუნს მხარს უჭერს:

ყველანი დამწუხრებულნი ვართ, რადგან მსგავს რამეს არავის ვუსურვებთ. სერხიოს მხარს ვუჭერთ. მას ძალიან ვაფასებთ და გვსურს, მალე დაგვიბრუნდეს. ბედნიერად, კუნ.

როგორც ცნობილია, 33 წლის თავდამსხმელი 3 თვეს იუქმებს. ის სპეციალურ გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დადგინდეს, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას ან შეძლებს თუ არა საერთოდ.

აგუერომ, ამ დროისთვის, “ბარსას” მაისურით სულ 5 მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლის გატანაც მოასწრო – არგენტინელმა “რეალის” კარი აიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 12 ნოე 2021, 20:36
    #1

    ამან ეხლა ერიკსენთან უნდა იმეგობროს, ბევრი საერთო ექნებათ. ადვილად გაუგებენ ერთმანეთს.