ეკონომიკურ კრიზისში ყოფნის მიუხედავად, “ბარსელონა” შემადგენლობის გაძლიერებას ზამთრიდანვე შეუდგება.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ინფორმაციით, “ბარსა” იანვარში სამი ფეხბურთელის იჯარით დამატებას და შემდეგ მათ გამოსყიდვას აპირებს. კატალონიელთა სიაში დანი ოლმო და რაჰიმ სტერლინგი არიან, კლუბი ასევე იმ მოთამაშეებს აკვირდება, რომელთაც ახლანდელ კლუბებში როლი შეუმცირდათ.
ოლმოს შეძენა საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან “ლაიფციგი” კონტრაქტში დიდი გამოსასყიდი თანხის ჩაწერას მოითხოვს; რაც შეეხება სტერლინგს, ინგლისელს “მანჩესტერ სიტის” დატოვება სურს, თუმცა “ქალაქელებზეა” დამოკიდებული, მისცემენ თუ არა ფეხბურთელს წასვლის უფლებას.
ESPN იტყობინება, რომ “ბარსელონას” იანვარში ტრანსფერებისთვის ჯამში 10 მილიონ ევროზე ნაკლები ექნება განკუთვნილი. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ კლუბი 20 მილიონს დახარჯავდა, თუმცა მთავარი მწვრთნელის ცვლილებამა და ფატისა და პედრისთვის კონტრაქტების გახანგრძლივებამ ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეამცირა.




3 ფეხბურთელს ვიყიდით ამ თანხით და კიდევ მოგვრჩება.😆
ერთი დადებითი ისაა რომ ოლმოს ვეღარ იყიდიან, ბარსელონაში არ უნდა თამაშობდნენ ისეთი შემტევები რომლებსაც სეზონში 10 გოლი ვერ გააქვთ. ოლმოს ნაირი თუ უნდოდათ ფერან ტორესია ბევრად უკეთესი და თუ ტრაკი აქვთ ეგ უნდა მოეყვანათ.
10 მილიონი ფულია ძმაო. ერთი თავდამსხმელი და ერთი მცველი გვინდა ხომ? ხურდაც დარჩება.
ანუ ოლმოს იჯარა და მერე გამოსყიდვა?! ნორმალურია მე მგონი
Grigalavaaa tavisufali
ერთ 100 000 000 კუპონს მე გამოვალ!
აეეუ აგვიწყვია გუნდი სმნ