workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის სურს, რომ ტრინკაუ გუნდში ვადაზე ადრე დაბრუნდეს | MD

ჩავის სურს, რომ ტრინკაუ გუნდში ვადაზე ადრე დაბრუნდეს | MD

პორტუგალიელი გარემარბი, ფრანსიშუ ტრინკაუ იანვარში, შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს.

Mundo Deportivo, Record-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ 21 წლის ფეხბურთელის იჯარის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილოს.

როგორც მოგეხსენებათ, ტრინკაუ ერთი წლით, გამოსყიდვის უფლებით, ინგლისურ “ვულვზშია” განათხოვრებული. ჩავი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელს “ბარსას” გაძლიერება უკვე ამ სეზონშივე შეუძლია.

“ვულვზმა” ტრინკაუს იჯარაში 6 მილიონი ევრო გადაიხადა. ამიტომაც, თუ “ლურჯ-ბროწეულისფერები” მის დაბრუნებას გადაწყვეტენ, ინგლისელები ამ თანხას უკან მიიღებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • რივალდო-მესი
    schedule 10 ნოე 2021, 22:55

    ვისაც პორტუგალიაში უნახავს ტრინკაოს თამაშები, დამეთანხმება რომ უდიდესი პოტენციალი აქვს. სწორი მწვრთნელის ხელში დიდ ფეხბურთს ითამაშებს დარწმუნებული ვარ.

  • Don_Andresito
    schedule 10 ნოე 2021, 21:14

    მარჯვენა ვინგერის პოზიცია მიზანმიმართულად დააცარიელა ლაპორტამ, კოლიადოც კი ვერ დააწინაურა. ტიპი იმენა სლეა თქო რო ვამბობ არ მიჯერებს აქ ზოგიერთი მეხოტბე. დემირი ბ გუნდისთვის იყიდა, კოლიადოს 1 წელი დააკარგინა, ტრინკაო გაუშვა, გრიზმანი გაუშვა და დატოვა დემბელე როომელიც ოფიციალურ გარდაცვლილად იყო გამოცხადებული

  • nika 54
    schedule 10 ნოე 2021, 19:39

    კიდევ ერთი ვარაუდი და კვლავ ტყუილი.

  • basa7
    schedule 10 ნოე 2021, 18:46

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: basa7
    ესეც ვიცოდი, კარგი ტრენერი ამ ბიჭს კარგად გამოიყენებს


    როდესაც ათამაშდა და კარგად დაიწყო შეტევებში ჩართვები მაშინ დასვა კუმანმა სკამზე ხოდა ხავის ხელში უფრო ითამაშებს თან მოთხოვნაც აქვს ხავის უკვრ ამისი არ გაყიდოთო

    კი ეგრეა, არად ნაღდად არ არის ცუდი ბიჭი და დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია ოღონდ ნორმალური ტრენერი ჭირდება

  • La Pulga10
    schedule 10 ნოე 2021, 17:34

    მარჯვნივ გვინდა კაცი ნამდვილად,დემბელე სულ,რომ გამოჯანმრთელდეს 90 წუთი მაინც ვერ არბენინებ

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 ნოე 2021, 17:31

    ტრინკაუ ცუდი ნაღდად არ არით, თან მაგი ხომ მარჯვენა გარემარბია, ხოდა მაგ პოზიციაზე ხალხი ნაღდად გვჭირდება, მანდ გვყავს 18 წლის დემირი, ხრუსტალი დემბელე და ბარსა ბს ფეხბურთელი ეზალზური, ტრინკაუ და კოლიადო რითი ჩამოუვარდებიან ამათ?

  • basa7
    schedule 10 ნოე 2021, 17:27

    ესეც ვიცოდი, კარგი ტრენერი ამ ბიჭს კარგად გამოიყენებს