workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელე ხელფასის შემცირებაზე თანახმაა | MD

დემბელე ხელფასის შემცირებაზე თანახმაა | MD

“ბარსელონასა” და უსმან დემბელეს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკანასკნელ ეტაპზეა და, შესაძლოა, შეთანხმება ნოემბერში შედგეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგმა შემტევმა საკუთარ წარმომადგენლებს აცნობა, რომ მისი პრიორიტეტი “ბლაუგრანაში” დარჩენაა და კუბთან ისეთი შეთანხმების მიღწევა მოსთხოვა, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. წყაროს ცნობით, დემბელე ხელფასის შემცირებაზე თანახმაა; ფეხბურთელი ანაზღაურების ნაწილს, სავარაუდოდ, ბონუსების სახით მიიღებს.

თავდაპირველი იდეა ხელშეკრულების 3 წლით გახანგრძლივება იყო, რაც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა, კიდევ გაზრდილიყო, თუმცა MD-ს მტკიცებით, სავარაუდოდ, კონტრაქტის პირობები შეიცვლება.

უსმან დემბელემ ხანგრძლივი ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა და გუშინ, კიევის “დინამოს” წინააღმდეგ, მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 04 ნოე 2021, 18:41

    შეხვედრა თუ არა დახია ყველაფერი რა.

  • Bakero
    schedule 03 ნოე 2021, 23:24

    ციტატა: basa7

    ციტატა: Clever liar

    ციტატა: MeMpiS..
    ეს თუ ჩავიმ აათამაშა


    სულ რო საკუთარი ინტელექტი გადაუნერგოს, ეს პლასმასის ფალოსი მაქს მე3 თამაშში 2 წლიან ტრავმას მიიღებს და აზრი?


    ეგ არის საშიში თორე სტერლინგი ამაზე ბევრად უფრო თხა იყო გვარდიოლას მისვლამდე


    ჰო მაგრამ როგორც მახსოვს ჩავიმ მთლიანად სტაფის შეცვლა მოსთხოვა ლაპორტას ფიზიო ექიმები და ა.შ. მაგის ტვინს არაფერი ეშველება მაგრამ მაგის გამოყენება შეიძლება რაციონალურად ალბათ სიმართლე უნდა ითქვას აქამდე მწვრთნელიც არ ჰყოლია ისეთი რომ მაგაში ის პლიუსები გამოეყენებინა რაც ააქვს სისწრაფეს და ერთი ერთზე დრიბლინგს ვგულისხმობ მაგის ფიზიკას რაც შეეხება ეგ მოგვარებადი მგონია ნორმალური ექიმების და მწვრთნელის ხელში …..მოკლედ ვნახოთ თუ ჩავიმაც ვერაფერი მოუხერხა მაშინ გაუშვებენ და მაგით მორჩება smile

  • me da barca
    schedule 03 ნოე 2021, 22:25

    ერთი ეს ათამაშდება და მეორე ალეკო ელისაშვილის პაპა წამოდგება საფლავიდან.

  • basa7
    schedule 03 ნოე 2021, 22:02

    ციტატა: Clever liar

    ციტატა: MeMpiS..
    ეს თუ ჩავიმ აათამაშა


    სულ რო საკუთარი ინტელექტი გადაუნერგოს, ეს პლასმასის ფალოსი მაქს მე3 თამაშში 2 წლიან ტრავმას მიიღებს და აზრი?


    ეგ არის საშიში თორე სტერლინგი ამაზე ბევრად უფრო თხა იყო გვარდიოლას მისვლამდე

  • C.PC5
    schedule 03 ნოე 2021, 20:25

    გაშვება არ გაშვებას ჩვენ არავინ მოგვკითხავს მაინც და თუ დარჩება იმედია ფიზ.მომზადებაზე მართლა გაამახვილებენ ყურადღებას როგორც ახსენეს და მერე კი შეიძლება ათამაშდეს, ინტელექტს რაც შეეხება არაფერი ეშველება ჩემი აზრით, უბრალოდ კონკრეტული როლი უნდა მიიღოს და იმას იქეთ არაფერი მოეთხოვება, თუ მოთხოვენ და კი ნახავენ შედეგსაც😆

  • Clever liar
    schedule 03 ნოე 2021, 20:19

    ციტატა: MeMpiS..
    ეს თუ ჩავიმ აათამაშა


    სულ რო საკუთარი ინტელექტი გადაუნერგოს, ეს პლასმასის ფალოსი მაქს მე3 თამაშში 2 წლიან ტრავმას მიიღებს და აზრი?

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 ნოე 2021, 20:00

    ეს თუ ჩავიმ აათამაშა ( ვგულისხმობ ათამაშებაში ინტელექტს ) მაგარი იქნება, სისწრაფე აქვს, ტექნიკა აქვს, მონაცემებიც აქვს, ხანდახან კარგ გოლებს ულაწუნებს და ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში მარჯვნივ კაცი გვჭირდება

  • M10 S9 D11
    schedule 03 ნოე 2021, 19:31

    ჩავია ამის ბოლო იმედი და შანსი

  • Albicelecte
    schedule 03 ნოე 2021, 19:27

    ციტატა: La Pulga10
    ჩავიმ ეს,რომ აათამაშოს და დააჭკვიანოს ძეგლს დავუდგამ.


    ჩავის აქვს რაღაც ისეთი, რაც პეპს ჰქონდა…
    პეპმა კი სტერლინგისაგან გამოთალა სალამური, უკიდურესად გონებაჩლუნგი არსებისაგან ფეხბურთელი დააყენა
    ვნახოთ, ამისი "გაწვრთნა" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არ იქნება იოლი, მაგრამ საინტერესოდ ჩანს

  • La Pulga10
    schedule 03 ნოე 2021, 19:19

    ჩავიმ ეს,რომ აათამაშოს და დააჭკვიანოს ძეგლს დავუდგამ.

  • duggu
    schedule 03 ნოე 2021, 19:16

    რა დღეშია ბარსა ამის დარჩენა რო გაგვიხარდება