workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა იანვარში ფილიპე კოუტინიოს გაშვებას შეეცდება | Sport

ბარსელონა იანვარში ფილიპე კოუტინიოს გაშვებას შეეცდება | Sport

ფილიპე კოუტინიომ, რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ გასახდელის მხარდაჭერა დაკარგა და მნიშვნელოვან ფეხბურთელად აღარ მოიაზრება. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ზამთარში ბრაზილიელის გაშვებას შეეცდება.

29 წლის ფეხბურთელი, ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, მოწოდების სიმაღლეზე ვერაა. მიუხედავად ამისა, კუმანი მას მუდმივად ენდობოდა და სათამაშო დროსაც უხვად აძლევდა, თუმცა სერჟი ბარჟუანმა, მოსვლისთანავე, ბრაზილიელი სათადარიგოთა სკამზე გადასვა, – “ალავესთან” სერხიო აგუეროს ტრავმის გამო, პირველ ტაიმში გამოიყვანა და სხვა შემთხვევაში, უფრო მცირე დროს დაუთმობდა; “დინამოსთან” კი საერთოდ არ ათამაშა.

როგორც ჩანს, “ბარსა” საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კოუტინიო მისი ანაზღაურების შესაბამის დონეს ვერ აჩვენებს, ამიტომ კლუბი იანვარში მასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს განიხილავს. წყაროს ცნობით, კატალონიელები იჯარით გაშვებასაც დათანხმდებიან, თუ მსურველი კლუბი გამოსყიდვის ვალდებულებას იკისრებს. როგორც ცნობილია, ფილიპეს ერთ-ერთი მსურველი “ნიუკასლ იუნაიტედია”, რომლის მოქმედებასაც “ბარსა” აქტიურად ელოდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 03 ნოე 2021, 19:30

    კოუტინიო და ლუკ დე იონგი სასწრაფოდ უნდა გაუშვან

  • Albicelecte
    schedule 03 ნოე 2021, 18:33

    ნიუკასლში სავარაუდოდ კარგად გადაუხდიან, 4-5 სეზონი გაჩერდება და ახალი გუდის შენების ნაწილი გახდება, როგორც მის დროზე ზლატანი და ტიაგო სილვა-ტიაგო მოტა იყვნენ პარი სენ ჟერმენში…
    ეხლა სხვა შემადგენლობა ყავს პარიზს, მაგრამ გამოცდილი ვარსკვლავები რომ არ მიეყვანათ, ეს დონე არ დაიდებოდა, ეპლი კიდევ უფრო დაძაბულია და ამიტომ კოუტინიოს ნამდვილად უნდა ერჩიოს ნაცნობ ჩემპიონატში ამბიციური კლუბის ნაწილი გახდეს, ვიდრე კამპზე სკამი ხეხოს და სტვენა-გინება ისმინოს გულშემატკივრისაგან barca-6

  • me da barca
    schedule 03 ნოე 2021, 17:32

    ეს რა შევიტენეთ 145 მილიონად

  • nika 54
    schedule 03 ნოე 2021, 17:16

    მაგარი შეცდომა გამოვიდა ეს კაცი, და პარაშიც ასეთივე შეცდომა დემბელე მოყვა!

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 ნოე 2021, 17:05

    ძაან ზარალია ეს, შევტენოთ ნიუ კასლს ამ ზამთარში

    არადა ლივერპულში რომ თამაშობდა ძალიან მაგარი იყო, კოუს სახით უდუდესი ვარსკვლავი ჩაუბანძდა ფეხბურთს, ძაან ტეხავსბარადა ნე მაგრად მევასებოდა