workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას 19 წლამდელთა გუნდი კიევში განადგურდა

ბარსელონას 19 წლამდელთა გუნდი კიევში განადგურდა

ცოტა ხნის წინ ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა დასრულდა, რომელშიც “ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდი კიევის “დინამოს” თანატოლებთან განადგურდა.

უკრაინაში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი “ბარსელონამ” 1-2 წაგებითა და 10 კაცით დაასრულა. მე-2 წუთზე დიალოს მიერ გატანილ გოლს კატალონიელთაგან 37-ე წუთზე გარიდომ უპასუხა, თუმცა 3 წუთზე მოედნიდან ილაიში გააძევეს, 6 წუთში კი მასპინძლები კიდევ ერთხელ პოპოვმა დააწინაურა.

შესვენების შემდეგ “ბარსამ” კიდევ 2 ბურთი გაუშვა და 1-4 წააგო.

4 ტურის შემდეგ “დინამო” პირველ ადგილზეა და კიეველებს მომდევნო ეტაპის საგზური განაღდებული აქვთ. მე-2 ადგილზე 9 ქულით “ბენფიკაა”, ხოლო “ბარსელონა” 4 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. ეს ნიშნავს, რომ ჯგუფიდან გასასვლელად კატალონიელებმა ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგო (“ბენფიკასთან” შინ და “ბაიერნთან” სტუმრად), ხოლო “ბენფიკამ” ორივე დარჩენილი შეხვედრა წააგოს.

ჯგუფის ბოლო ადგილზე 0 ქულით “ბაიერნია”, რომელმაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ბარსელონა” ჯგუფში ჩარჩება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ კატალონიელებს ცუდი თაობა ეზრდებათ. პირიქით, ასეთი შედეგის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი 19 წლამდელი ფეხბურთელები პირველ გუნდში თამაშობენ. თავად განსაჯეთ – გავის, ბალდეს, პედრის, დემირს, ნიკოსა და ფატის ახალგაზრდულ გუნდში თამაშის უფლება აქვთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 03 ნოე 2021, 17:09

    მეტოქე საკმაოდ ძლიერი ჩანდა, ტანითაც პირველ რიგში იმიტომაც თავით გაგვიტანეს ორი. წითელმა მაგრად უშველათ მანამდე 1-1 იყო.

  • Don_Andresito
    schedule 03 ნოე 2021, 00:47

    ციტატა: BEQA BARCA
    მთავარ გუნდში არიანყველა. გასაკვირი არცაა. მარა მთლად არ უნდა ჩავარდეს ბ გუნდი..


    ეს ბ გუნდი არაა 19 წლამდე გუნდია. ჩამოიშალა მთელი ბარსა, დაშუალო დონის მწვრთნელი არ გვყავს არც ერთ ასაკში

  • BEQA BARCA
    schedule 02 ნოე 2021, 21:28

    მთავარ გუნდში არიანყველა. გასაკვირი არცაა. მარა მთლად არ უნდა ჩავარდეს ბ გუნდი..