“ბარსელონას” არგენტინელ თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს გულის არითმია დაუდგინდა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი თავს მშვიდად გრძნობს, თუმცა ახალი მოცემულობით შეშფოთებულია.
Sport წერს, რომ კიევის “დინამოსთან” არგენტინელის თამაში საეჭვოა.
აგუერო “ალავესთან” მატჩის 42-ე წუთზე შეცვალეს. მან მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა, თუმცა მალევე სასწრაფო დახმარების მანქანით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
განახლება: Marca-ს ინფორმაციით, აგუერო ჰოსპიტალში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და სრულყოფილ კარდიოლოგიურ გამოკვლევას ჩაიტარებს. ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვა არავის სურს. არგენტინელი თამაშს მხოლოდ მაშინ განაახლებს, როდესაც სრულად გამოჯანმრთელდება.
განახლება: Sport-ის ინფორმაციით, აგუერო თავს კარგად გრძნობს. ის უსაფრთხოების მიზნით დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს.
განახლება: ARA-ს ცნობით, აგუერო თავს კარგად გრძნობს და გამორიცხული არაა, რომ მან კიევის “დინამოსთან” თამაში შეძლოს.
არგენტინელის აღნიშნული პრობლემა ადრეც ჰქონია, თუმცა ფეხბურთის თამაშის გაგრძელება მოახერხა.
მიუხედავად ამისა, “ბარსელონა” სიფრთხილეს ინარჩუნებს და არითმიის სპეციალისტს მიმართავს.

ურთიერთ შეთანხმებით გაწყვიტეს კონტრაქტი ქვია ამას.
არითმია არ იკურნება?
15 წლისას თუ ქონდა და ოპერაციის შემდეგაც გაუმეორდა აღარ ყოფილა საშველი.
ჯანმრთელობა მისცეს ღმერთმა, მე მგონი ამთავრებს კარიერას.
არითმია არ იკურნება?
ფორმას და სიმძიმეს გააჩნია,არითმიის ზოგმა ფორმამ შეიძლება ინსულტიც გამოიწვიოს.
მადლობა ღმერთს გადარჩა ადამიანი, ჯანდაბას ფეხბურთი, თავისი სათამაშო ითამაშა ტიპმა
ძაან ცუდია ეგ
განკურნებით ინვაზიური მკირნალობაც შეიძლება და მედიკამენტურიც მაგრამ, რა სახის არითმიაა ეგ არ წერია, ზოგი სიცოცხლისთვის სახიფათოცაა, ზოგიც არა. მაგალითად კომანმა ამ ზაფხულს გაიკეთა ოპერაცია და კი დარბის ცხენივით.
უცებ კუმანი წავიკითხე და მეთქი რაის ცხენივით დარბისთქო😂😂😂😂😂
განკურნებით ინვაზიური მკირნალობაც შეიძლება და მედიკამენტურიც მაგრამ, რა სახის არითმიაა ეგ არ წერია, ზოგი სიცოცხლისთვის სახიფათოცაა, ზოგიც არა. მაგალითად კომანმა ამ ზაფხულს გაიკეთა ოპერაცია და კი დარბის ცხენივით.
არითმია არ იკურნება?
მემგონი კი მაგრამ ისედაც 33 წლისაა, თან ხშირად იტრამვება და არამგონია ბევრი ითამაშოს, მაინც რისკია
არითმია არ იკურნება?
ეუ, ეს ვერაა კარგი ამბავი, ისედაც ცოლი გაშორდა , შვილებს ვერ ნახულობდა, მის ძმაკაცთან უნდოდაბთამაში და ვერ ითამაშა, მისი სახლიდან გამოაგდეს როცა უბრალოდ პატივი უნდა ეცა მისთვის სიტის, და ახლა ეს დაემართა , დიდი ალბათობით კარიერას ვერ გააგრძელებს, ან თუ გააგრძელებს ბევრს ვერ ითამაშებს😒.. ძაან მეცოდება, არადა კაი ტიპია❤
იკურნება ეს მეგობრებო? ან რა ვერ გამიგია იცით, ხო გაციან სამედიცინო შემოწმებებს და რანაირად ეპარებათ ასეთი რამე? ერიკსენზეც ასე არ მოხდა? ზოგადად ხშირი ტრამვა რომ ჰქონდა აგუეროს ეგ კი, მარა ასეთი რამე არ მახსოვს.