კიევის “დინამოსთან” მატჩამდე ორი დღით ადრე “ბარსელონას” ბანაკში სასიამოვნო სიახლეა: დღეს, თანაგუნდელებთან ერთად ანსუ ფატიმ, ფრენკი დე იონგმა და სერჟი რობერტომ ივარჯიშეს.
ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე ამ ფეხბურთელების გამოჯანმრთელება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი მოედანზე გასვლას შეძლებენ და გუნდს თუ სრულ შეხვედრაში ვერა, რამდენიმე წუთით მაინც დაეხმარებიან.
დღეს დილით გამართული სავარჯიშო სესიის დანიშნულება “ალავესთან” მატჩის (1-1) შემდეგ ძალების აღდგენა იყო.
“ბარსა” “დინამოს” 2 ნოემბერს, უკრაინაში დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კატალონიური გუნდი 4 ტურში 6 ქულას დააგროვებს და თუ პარალელურად “ბენფიკა” “ბაიერნს” ვერ მოუგებს, ჯგუფში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.


არც საშველი რო არ ჩანს არსაიდან!
ამისთვის ფლანგე ყოფნა დიდი დატვირთვა იქნება, თან თავისი გოლის ალღოს ხარჯზე ფორვარდობა ნაღდად შეძლებს, კაია რომ დაბრუნდა რაღაც მრავალფეროვნება შემოაქ თამაშში
სრული კონტროლი უნდა მისცეს ლაპორტამ ჩავის.სამედიცინო პერსონალი,ფიზ.მომზადება,ანალიტიკოსები და ა.შ.ყველა გამოსაცვლელია.
რამდენიმე დღეში მიილეწებიან ისევ. მარტო გუშინ აგუერო პიკე და ნიკო გავიდნენ იძულებით. დღეში 3 ტრავმირებული… პრეზიდენტიან მწვრყმელიან სტაფ-ექიმებიანად ყველა არაპროფესიონალია. ფეხბურურთელებს ეგ სიტყვაც არ ეკუთნით.