workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ და ალ სადმა შეთანხმებას მიაღწიეს – AS

ჩავიმ და ალ სადმა შეთანხმებას მიაღწიეს – AS

“ბარსელონას” შესაძლო მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მის ამჟამინდელ კლუბთან, “ალ სადთან” წასვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

გუშინ გავრცელდა ცნობები, რომ “ბარსას” ჩავის გამოსასყიდი თანხის, 1 მილიონი ევროს გადახდა არ სურდა. კატალონიელები იმედოვნებდნენ, რომ ლეგენდარული ესპანელი კატარულ კლუბთან წასვლის თაობაზე მოლაპარაკებებს შეძლებდა და ასეც მოხდა.

წყაროს ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტსა და “ალ სადს” შორის შეთანხმება მიღწეულია. ჩავი კლუბს ხუთშაბათს, 4 ნოემბერს დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დადასტურდება.

ეს ნიშნავს, რომ “ბლაუგრანას” “ალ სადისთვის” არანაირი კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩავი “ბარსელონას” ჩაიბარებს. ივარაუდება, რომ კატალონიურ კლუბში მისი დებიუტი მწვრთნელის ამპლუაში 20 ნოემბერს “ესპანიოლთან” შინ გასამართ მატჩში შედგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 31 ოქტ 2021, 21:31

    გვეშველა, მოდი ჩავი დროზე.

  • Albicelecte
    schedule 30 ოქტ 2021, 22:52

    კარგია, საქმე დაიძრა როგორც იქნა
    ის თავგასიებული კი მეცოდება, მაგრამ არ ვარგოდა მწვრთნელად და… barca-6

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 30 ოქტ 2021, 22:47

    ეხლა გაიწელება დრო 20 ნოემბრამდე და რაც შეიძლება ნელა გავა.

  • me da barca
    schedule 30 ოქტ 2021, 22:02

    ეს ის მომენტია, როცა ერთის გაშვებით გახარებული ხარ, მაგრამ მეორეს დანიშვნით იმედგაცრუებული არ ხარ

  • azulgerana
    schedule 30 ოქტ 2021, 21:17

    როგორ იწელება დღეს დრო

  • Fc Barca Batumi
    schedule 30 ოქტ 2021, 21:13

    ნათქვამია პრაქტიკა ბევრად მეტია, ვიდრე ტეორიული პროფესორი, ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩავი, პეპის და ლუჩოს ბევრად აჯობებს

  • Iniesta_8
    schedule 30 ოქტ 2021, 20:40

    ეს სიმეონეს შვილი რა დღეშია წინაზე ლაციოს პოკერი შეუსრულა ახლა იუვენტუსს დუბლი უკვე პირველ ტაიმში. ჩვენ მაინც გვყავდეს ერთი ისეთი ვინმე ასე რომ გაუვარდეს ხოლმე გოლები.

  • Aroni
    schedule 30 ოქტ 2021, 19:59

    საინტერესოა ხავის ხელში როგორ ითამაშებს ბარსა. იმედია გვარდიოლა-ლუის ენრიკეს შედეგს დადებს(რა თქმა უნდა შემდეგი სეზონიდან), ამ სეზონში მთავარია გუნდის მენტალიტეტი და ფიზიკა გამოასწოროს, რაც აშკარად 0-მდეა დასული.

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 ოქტ 2021, 19:41

    იმედია ეს ოფიციალურია და მაში მაგარია