ცოტა ხნის წინ, მადრიდის “რეალთან” თამაშის (1-2) დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის მიერ “კამპ ნოუს” დატოვების ამსახველი კადრები გავრცელდა.
ვიდეოში, რომელიც შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ, ჩანს, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი სტადიონს აგრესიული გულშემატკივრებით გარშემორტყმული ტოვებს.
კატალონიურმა კლუბმა ამ ფაქტთან დაკავშირებით Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:
“ბარსელონა” საჯაროდ გმობს ძალადობისა და შეურაცხყოფის შემცველ ქმედებებს, რაც გამოვლენილი იქნა ჩვენი მწვრთნელის მიმართ “კამპ ნოუს” დატოვებისას. კლუბი უსაფრთხოებისა და დისციპლინურ ზომებს მიიღებს, რათა ასეთი მოულოდნელი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

უკვე ვიფიქრე მეც ევროპაზე, მაგრამ იქ ისეთი გუნდებია, მეეჭვება შორს გავიდეთ.
ხო დაიცავით და ასე სუ წავაგოთ და წავაგოთ და ევროპაზე ვითამაშოთ რათ გვინდა ჩემპიონთა ლიგა. ყოველი სეზონი ჩააგდოს კუმანმა და მივართვათ რეალს ჩემპიონობა. ხო მაგარია არა.არა რაშუაშია კაცო კუმანი რატო უნდა გაბრაზდე.
ეს სეზონი რო ჩავარდებოდა ვიცოდით ყველამ. ისეთი სიურპრიზები გვიწყო კუტუ ხელმძღვანელობამ, მარა ფლიკი გაიხსენე, დი მატეო, ტუხელი, არ თქვა რომელიმე რამეს წარმოადგენდაო, ზიდანი თუნდაც, შუა სეზონში მოსულებმა ლიგა დადეს. კლოპს და გვარდიოლას არავინ ითხოვს, უბრალოდ კუმანი უნდა გადააყენოს და მორჩა. ლარსონი შროიდერი პიმიენტა ანრი ნებისმიერი ცადოს. უარესი იქნებაო, ამაზე უარესი რა უნდა იყოს? 4 ულში ვერ შევალთ, ყველა საშუალოზე ძლიერი გუნდი გვადუღებს, ლიგის ჯგუფში ვრჩებით, კარში ვერ ვურტყამთ და გოლებს წვიმასავით ვუშვებთ. დე იონგიც კი 0 ია როცა ერთადერთი მაღალი დონის მოთამაშეა გუნდში. მეტი რაღა უნდა მოხდეს, კამპ ნოუს ცეცხლი უნდს წაუკიდოს?
რა გესმის ძმაო ლაპორტასი? ვერ ხედავ რომ გუნდს დედას უხნავს?შუა ფაზას რო ველოდოთ მაგ დროს უკვე ყველა ტურნირზე ვიქნებით გამოთიშული და რა აზრი ექნება ცვლილებას, გინდ კუმანი დარჩეს გინდ თავად ღლეპორტა დადგეს მწვრთნელად, ცვლილებები ახლაა საჭირო სანამ რაიმე თეორიული შანსია.. ნებისმიერი გრანდი კიარა საშუალო დონის კლუბიც მწვრთნელს ითხოვს, არავინ პატიობს ამდენს, უოტფორდშიც კი დაითხივეს მწვრთნელი, თან ჩისკოს კუმანზე კარგი შედეგები ქონდა, ეს ლაპორტა რაღას ელოდება
1 მწვრთნელი მითხარი ვინც შეიძლება დაინიშნოს დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით.. რეალური შემცვლელი არავინაა ძმაო ოღონდ წავიდეს და ვინმე მოვიდეს შეიძლება კიდე უარესი იყოს..თუ ამათმა დაადგეს საშველი და იმ ჩავიმაც ბოლო ბოლო თქვა რო თანახმა ვარო კიბატონო მაგრამ რავიცი..ეს სეზონი ამ გადმოსახედიდან ასეც და ისეც ჩავარდნილია
ყველაზე მაგარი ლუჩოს დაბრუნება იქნება,მაგრამ არ მგონია ნაკრები დატოვოს. ორი ვარიანტია დენჰაგი და ხავი, ვერცერთს ვინც არ უნდა მოვიდეს უკვე წელს რამე განსაკუთრებულს ვერ მოსთხოვ.
პოჩეტინო , კუმანზე ცოტა მაღალი დონის მწვრთნელია , თუმცა არც მაგან არ იცის , შეტევითი ფეხბურთის თამაში , დაცვიდან ალაგებს გუნდს , მაშინ როცა მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი ყავს გუნდში . ეგეც სევილია , ტოტენჰემის დონის მწვრთნელია , თუმცა კუმანს ნამდვილად ჯობია . ამ წუთას ყველა ის მწვრთნელი ვინც დახატავდა გუნდს , სამწუხაროდ დაკავებულია და ისეთი პირი უჩანს , არა მგონია რომელიმე უახლოეს მომავალში გათავისუფლდეს . გვრჩება ორი ვარიანტი : შროდერი სეზონის ბოლომდე ან ხავი და ორივე ვარიანტი მისაღებია . თუმცა ყპაპორტა თავს იკავებს და კაცმა არ იცის რას ფიქრობს და რა გეგმები აქვს .
იცავენ კი არა პაღურით არის გასაგდები ეს რომელი დანი ალვესში მყავს დესტი შემტევად რო ათამაშებს კოუტინიოს სკამზე ალპობს და მცველ ათამაშებს შემტევად რა ლოგიკით ათამაშებს და აყენებს შემადგენლობას ვერ ვხდები ვალვერდეს თუ ვინატრებდი არ მეგონა ოდესმე.ან და ეს ვინ მოათრი კიდე ლუკ დეიონგი ტიპი შემოსასვლელად რო ემზადება თამაშის ყურების სურვილი არ მაქვს იმენა მოსიარულე მძორი სუფთა, სუარესის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს ეს უსარგებლო პიტალო ბურთს ეს ვერ იჩერებს პას ვერ აკეთებს კარში ვერ ურტყამს ერთი რაც იდეალურად გამოსდის ჩვენი ნერვების დაგლეჯვაა.არანაირად არ იყო ეს თამაში წასაგები მარა ამ ჰოლანდილმა ფლუგენ გენ გენ ჰოლენმა ყველაფერი გააკეთა რო წაგვეგო.
ვინიფიქრებდა რომ ასეთი ბარსას წინააღმდეგ, თინეიჯერული ჩამოუყალიბებელი გუნდის წინააღმდეგს რეალი ავტობუსით ჩამოვიდოდა, მეორე ნომრად ითამაშებდა, ქვეშაფსია გრანადას ტაქტიკით? 🙂
როგორც მწვრთნელი ძალიან დაბალი დონეა რონალდი, კაი და სეზონის ბოლოსთვის დაცდა ნამეტანია, 6 თვის კომპენსაცია ვეღარ გადაუხდიათ?!
დღესდღეობით დიდი ფინანსების გარეშე რთულია სტაბილურად გრანდად დარჩენა. ბარსას კიდე დიდი დრო ჭირდება ფინანსურად მოსაძლიერებლად. მანამდე რა ვიცი რა ვიცი. ვალებით ნაშენები კლუბი და ვალებით გაკეთებული ტრანსფერები ძალიან ცუდია.