workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფედე ვალვერდე ბარსელონასთან მატჩის წინ: ძალიან მოტივირებულები ვართ

ფედე ვალვერდე ბარსელონასთან მატჩის წინ: ძალიან მოტივირებულები ვართ

ხვალ, ლა ლიგის მე-10 ტურში “კამპ ნოუზე” ერთმანეთს “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან. 

კარლო ანჩელოტის გუნდის ურუგვაელმა ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, მატჩის წინ თავისი კლუბის ტელევიზიასთან ისაუბრა. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც “ბარსას” საშინაო არენაზე გამართულ ბოლო “ელ კლასიკოში” (1-3) გოლის გატანა მოახერხეს. 

ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ამ დონის თამაშში მონაწილეობის მიღება შემიძლია. 
ჩვენ, “რეალის” ფეხბურთელებს, ამ შეხვედრის მოგება ძალიან გვინდა. ყველანი მოტივირებულები ვართ. 
პირველი, რაც წინა “კლასიკოდან” მახსენდება, ჩემი გოლია. ასეთი ტიპის მატჩებში გატანა საოცარი ბედნიერებაა – მითუმეტეს მაშინ, როცა თამაშსაც იგებ.

– ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 23 ოქტ 2021, 19:11

    იმედია 3-2 მოვიგებთ და 2 ბურთს დე იონგი გაიტანს თავით.

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 ოქტ 2021, 14:19

    ოხ ნეტავ მოვიგებდეთ ამ კლასიკოს, ძალიან გვჭირდება მოგება როგორც ქულებში იასევე მორალურადაც..იმედია მოვიგებთ

  • El pistolero 9
    schedule 23 ოქტ 2021, 14:11

    ეს კლასიკოებში ძაან მაგრად თამაშობს. ჟილკა და მონდომება აქვს ამ ბიჭს და ყოველთვის აქტიურია. შეიძლება მაინცდამაინც ტექნიკური არაა მაგრამ მებრძოლი ფეხბურთელია. მე პირადად ძალიან მომწონს ფედე

  • Gigi
    schedule 23 ოქტ 2021, 13:34

    ვფიქრობ კლასიკოს მოვუგებთ რეალს 2-0 და ერთს ფატი გაიტანს

  • M10 S9 D11
    schedule 23 ოქტ 2021, 13:33

    აი დე იონგმე უნდა გამოისვას ლიჩნად ეს ძალათ ტალანტი