ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, “ბარსელონას” ლეგენდარულმა” ფეხბურთელმა და ამჟამად “ალ სადის” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ყატარში მორიგ წარმატებას მიაღწია.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, 41 წლის სპეციალისტმა თავის გუნდთან ერთად ემირის თასი მოიგო – “ალ სადმა” ფინალში “ალ რაიანი”, პენალტების სერიაში, 5-4 დაამარცხა (მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით, 1-1 დასრულდა).
საინტერესოა, რომ ეს ჩავისთვის სამწვრთნელო კარიერაში მოპოვებული მე-7 ტიტული გახლავთ. ამავდროულად, მისი კლუბი ჩემპიონატში უკვე 594 დღეა, არ აგებს.

კარგია, ესე იგი უფრო გაბედნიერდება ერთი ტიტული კიდევ დაიმატა. ეს აღარც მოინდომებს წამოსვლას. ეტყობა პრემიალურებია იქ მაღალი.
ეს სეზონი კუმანას ხელში იძულებით უნდა ვიყოთ, ახალი სეზონიდან ლაპო უეჭველი გაჩითავს ტენს, ან ჩავს
ევროპაში როგორი შედეგები ექნებოდა ხავის არ ვიცი მარა, კუმანს რო ჩაებარებინა ალ სადი ჩემს ფეხებს მოიგებდა. ასერომ ჯერ ბარსას დონის არაა არის სისულელე. თან მარტო მოგებაც ხო არაა, მართლა ლამაზად თამაშობენ, საყურებლად, პასებით აზრი რა რატო კეთდება ბევრად უფრო ჭკვიანურად ხდება, ვიდრე ამ დებილის ხელში, უქზრო პასები როა. ცოტა პრაქტიკა მაგ ლამასია მართლა კარგი იქნება, აგერ ორიწელია არსაიდან, ფატი არაუხო გავი ნიკო პუჩი ბალდე გაჩნდე, როცა თამაშ თამაშზე აგებდნენ, ყიდიდენ ბავშვებს და ათასი სისულელები ქნეს. მარა ლამასია მაინც ამ კრიზისში მთავარი დასაყრდენია. ყველა ვერ ითამაშებს მარა, ცოტა მოხოდე შეფუთე გაყიდეც საჭიროა, ქვეყანა ვალია აქვს კლუბს.
იმედი მაქვს ვიჩალიჩებთ მაგ კაცზე. დორტმუნდი გადახნა თავის ჰალანდიანად
ანუ ძალიან არ უყვარს წაგება
ლაპორტა ოჯახმოხნული როდის უნდა მიხვდეს რომ დროა ხავი დანიშნოს
წამოვიდეს ევროპაში და ჩაიბაროს ნორმალური გუნდი, ვისთან ფლანგავს დროს. გადაყვა შეიხების ფულების დევნას. ამდენ ხანში იმხელა გამოცდილებას მოაგროვებდა ბარსას გასაწვრთნელად მზად იქნებოდა.