workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Cadena COPE: კლასიკოზე დასასწრები ბილეთები თითქმის ბოლომდე გაყიდულია

Cadena COPE: კლასიკოზე დასასწრები ბილეთები თითქმის ბოლომდე გაყიდულია

Cadena COPE-ს ინფორმაციით, ზეგ, მადრიდის “რეალთან” დაპირისპირება სავსე “კამპ ნოუს” წინაშე გაიმართება.

მას შემდეგ, რაც კატალონიის მთავრობამ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ბოლომდე მოხსნა, “კამპ ნოუს” ტრიბუნები სანახევროდაც ვერ გაივსო, რასაც სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, “ელ კლასიკოს” ფაქტორმა ყველა სხვა გარემოება გადაწონა.

გამოცემა წერს, რომ, ამ მომენტისთვის, “კამპ ნოუს” 8 სექტორი უკვე ბოლომდე გაყიდულია, 11 კი – თითქმის ბოლომდე. თამაშამდე ორი დღეა დარჩენილი.

შეხვედრის დაწყებამდე, “კამპ ნოუზე” ტრადიციულ მოზაიკასაც ვიხილავთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 23 ოქტ 2021, 02:05

    ამდენი ხალხის წინ ჩაისვრის კუმანი, როგორც ყოველთვის, თავისი 3-5-2 ტაქტიკით. ამის ტაქტიკოსობა არ გაიშვას.

  • El pistolero 9
    schedule 22 ოქტ 2021, 19:46

    კარგია სავსე სტადიონი. იმედია ჩვენები ისე ითამაშებენ რომ საკუთარმა გულშემატკივრებმა ჩვენვე არ გვისტვინონ

  • nika 54
    schedule 22 ოქტ 2021, 17:20

    რეალი თუ არაა ფორმაში 5 ბურთი კი გააქვს. ჩვენ 90 წუთი ვითომ თავზე ვასხედით კიევს და პიკეს რო არ გადაეწყვიტა თამაშის დასაწყისში მეტოქის საჯარიმოში გასეირნება სულაც უგოლოდ დამთავრდებოდა ეგ თამაში. ჩვენს ახალგაზრდა "ვარსკვლავებს" რატომღაც ეზარებათ სირბილი, აი 35 წლის მოდრიჩი კი დარბის ცხენივით.

  • Albicelecte
    schedule 22 ოქტ 2021, 16:43

    რეალიც არაა კაი ფორმაში, შახტართან მოგებამ არ უნდა მოგვატყუოს, უსაშინლეს მდგომარეობაშია ბრაზილიურ-უკრაინული გუნდი barca-6

  • gecheche
    schedule 22 ოქტ 2021, 15:22

    ბარამიძე ლუკა,
    მეც ეგრე მგონია ფრე მაინც წამოვა ჩემი აზრით და ჩაკეტილი თამაში არ იქნება შეიძლება გოლებიც ვნახოთ ბლომათ

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 22 ოქტ 2021, 15:16

    მოგვენატრა ასეთი კლასიკო. ბოლოს კამპნოუზეც იმიტომ ვაგებდით რომ ხალხი არ იყო. მგონია 97000 კაცი თავის საქმეს გააკეთებს ^_^