“ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებამდე, ანსუ ფატის გადაბირება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურდა, რომლებიც ფეხბურთელს კატალონიელებთან შედარებით, გაცილებით ხელსაყრელ ფინანსურ პირობებს სთავაზობდნენ.
Cope-ის ინფორმაციით, ეს გუნდები “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული” და “პარი სენ-ჟერმენი” იყვნენ, რომლებიც მზად გახლდნენ, ანსუსთვის წელიწადში იმაზე ორჯერ მეტი თანხა გადაეხადათ, ვიდრე ის “ბარსელონაში” გამოიმუშავებს. თუმცა 18 წლის ფეხბურთელმა არჩევანი არა ფულზე, არამედ ბავშვობის ოცნების ასრულებაზე გააკეთა და “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, ფატის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.




ახალი კონტრაქტის მიხედვით, ფატის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.
ანუ 900 მილიონად არ გავყიდით?
სიმონსივით და მორიბასავით ფულზე არ გაყიდულა, მჯერა რომ დიდ წარმატებას მიაღწევს
Barca Men
ღორ მორიბას არ გავს, ფატი გახდება ვარსკლავი! მორიბას 20 წუთი ითამაშა პერსპექტიული ზამენა!
ტრავმამდე მანჩე 150 იხდიდა