workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ალბას ტრავმა სერიოზულია – ესპანელი რეალთან თამაშს ტკივილის გაყუჩების შემთხვევაში შეძლებს | AS

ჟორდი ალბას ტრავმა სერიოზულია – ესპანელი რეალთან თამაშს ტკივილის გაყუჩების შემთხვევაში შეძლებს | AS

კიევის “დინამოს” წინააღმდეგ ჟორდი ალბას მიღებული ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, როგორც მოსალოდნელი იყო. თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ ფეხის თითი იტკინა, თუმცა AS-ის ინფორმაციით, დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ მარჯვენა ფეხის დაჭიმულობა გამოავლინა.

მადრიდული გამოცემის ცნობით, ესპანელი მარცხენა მცველი კვირას, “ელ კლასიკოში” მონაწილეობის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ინფილტრაციას გაიკეთებს. კლუბი საბოლოო გადაწყვეტილებას შაბათს მიიღებს. თუ ინფილტრაციის გაკეთება გადაწყდა, პროცედურა შაბათს ჩატარდება, რადგან ის ტკივილს დაახლოებით 24 საათით აყუჩებს.

“ბარსელონას” დანაკლისი ისედაც სერიოზულია, ალბას გამოკლება კი კიდევ უფრო დიდ პრობლემას შექმნის. თუ 32 წლის ფეხბურთელი მადრიდის “რეალთან” თამაშს ვერ შეძლებს, მას, დიდი ალბათობით, სერჟინიო დესტი ან ალეხანდრო ბალდე შეცვლიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 21 ოქტ 2021, 20:05

    არ ღირს გარისკვად. დესტი ან ბალდე დადგებიან, მაგრამ ალბა ძალიან დიდი დანაკლისია

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 ოქტ 2021, 18:45

    ბარემ კოკაინზე შესვით🤦‍♂️…ბევრჯერ გამიმეორებია და კიდევ ვიმეორებ რომ ფიზ მ9მზადების ჯგუფი და სამედუცინო ბერსონალი საშინლად მუშაობს