მიუხედავად რამდენიმე ობიექტური მიზეზისა, რომლებიც ნახევრად ცარიელ “კამპ ნოუს” ნაწილობრივ ამართლებს, მაინც უნდა ითქვას, რომ “ბარსელონას” საშინაო თამაშების ბილეთების გაყიდვა ძალიან უჭირს.
დღეს მე-2 თამაში იყო, რომლის დროსაც “კამპ ნოუს” სრულად შევსება იყო დაშვებული. “ვალენსიას” შეხვედრის დროს სტადიონის მხოლოდ 47% შეივსო, დღეს კი კიდევ უფრო ცოტა – 46%.
“კამპ ნოუ” იმდენად დიდი სტადიონია, რომ მისი ბოლომდე შევსება ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქალაქში ნაკლები ტურისტია, მოხუცი გულშემატკივრები ხალხმრავალ ადგილებში სიარულს ერიდებიან, ხოლო ქალაქის მცხოვრებთა ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია. კონკრეტულად დღეს ამას არასახარბიელო დროც დაემატა – სამუშაო დღეს 18 საათსა და 45 წუთზე (ადგილობრივი დროით) თამაშისთვის სტადიონის გავსება ყოველთვის რთული იყო. მაგრამ მაინც – 2011 წელს ბატე-სთან გამართული შეხვედრის შემდეგ “კამპ ნოუ” ჩემპიონთა ლიგაზე ასე არ “შერცხვენილა”.
ობიექტური მიზეზები გასაგებია, მაგრამ 4 დღეში “ელ კლასიკოა” და “ბარსა” ამ თამაშის ბილეთების უპრობლემოდ გაყიდვასაც კი ვერ ახერხებს. ვინც “კლასიკოზე” ყოფილა, ყველამ იცის, თუ რამხელა პრობლემაა ბილეთის ყიდვა. ყველაზე იაფი ბილეთი პანდემიამდე 160 ევრო ღირდა – სულ ბოლო რიგში, ყველაფერი გაცილებით ცუდად რომ ჩანს, ვიდრე ტელევიზორში. რა თქმა უნდა, ამ ბილეთის ყიდვაც ძალიან რთული იყო, რადგან მსურველების რაოდენობა არსებული ბილეთებისას აჭარბებდა და საჭირო ხდებოდა ლატარიის გამართვა. რა ხდება ამჯერად? უკვე მე-20 დღეა, ბილეთის ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ფასიც უჩვეულოდ დაბალია – 99 ევროდან იწყება. თუმცა გასაყიდი ჯერ კიდევ ბევრი ბილეთია, იმდენად ბევრი, რომ დღეს “ბარსამ” ფასდაკლებაც კი გამოაცხადა. “ელ კლასიკოს” ბილეთი ფასდაკლებით, ამას ვინ წარმოიდგენდა…

აბა, აბა.
სავარაუდო შემადგენლობა 2014/15 წლების კლასიკოში
შტეგენი
ალვესი პიკე მასკერანო ალბა
ხავი/რაკიტიჩი ბუსკეცი ინიესტა
მესი სუარესი ნეიმარი
კასილასი
კარვახალი ვარანი/პეპე რამოსი მარსელო
მოდრიჩი კაზემირო კროოსი
ბეილი ბენზემა რონალდუ
დღეს
ტერ შტეგენი
მინგესა პიკე გარსია/ლენგლე ალბა
დეიონგი ბუსკეცი გავი/რობერტო
დესტი ლუკ დეიონგი დეპაი
კურტუა
კარვახალი ნაჩო მილიტაო ალაბა
ვალვერდე კაზემირო მოდრიჩი
როდრიგო ბენზემა ვინიციუსი.
რა განსხვავებაცაა შემადგენლობებში იგივეა დასწრებაშიც
ვის გულისთვისაც მოდიოდა ხალხი ის ატირებული გაუშვით გუნდიდან,და ასეთ დღეში რო ხართ რა გიკვირთ,ვარესის ღირსები ხართ და ვარესი დღეები გელოდებათ სანამ გონზე არ მოხვალთ,ვინც ისტორია დაწერა ამ კლუბის იმას როგორ მოექეცით,თქვენგან კარგს რას უნდა ელოდოს ქომაგი.
ერთი დიდი შემოლაწუნება იქნებოდა გულშემატკვრების მხრიდან სტადიონზე არავის მისვლა და ისევ ცარიელი ტრიბუნის წინაშე თამაში.
შემოლაწუნება კი არა ალბათ რევოლუციაც მაგრამ ახლა მგონი მხოლოდ ეგ თუ გადაგვარჩენს უაზროდ წლების დაკარგვას თორე არ ეტყობათ ამათ რომ რამის შეცვლას აპირებენ, ამ დროს კი მსგავსი ამაზრზენი თამაშები ყელში ამოდის.
აქ რეალის თამაშის საყურებლად თუ მივა კაცი თუარა ამ ბარსას ყურებაში ფული რატო უნდა გადაიხადო, საცოდაობაა ასეთი ბარსას ყურება
იმიტომ რომ ხალხს მობეზრდა სვარკის ყურება და ვფიქრობ ისევ გულშემატკივრებმა უნდა შეცვალონ რაღაც პროტესტის გამოხატვით თორემ ისე არაფერი მოხდა.ყველამ უნდა გაიხსენოს რომ ბარსელონა ერთი მთლიანი ორგანიზმია თავის გულშემატკივრებიანად და ყველა წევრიანად..ასევე ხელმძღვანელობამაც უჯდა დაინახოს გულშემატკივრების ძალა. თორე იქნება ის რაც არის ახლა და კოგვიწევს ყველა თამაშში ლანძღვა გინება
კუმანი არ გაუშვა და ამ სვარკის საყურებლად ეს ხალხიც, რომ არ ივლის მერე ითვალე შემოსავალი ლაპორტ.
ლუკ დეიონგის სანახავად არავინ მოვა
არავის არ უნდა კუმანის უსახური გუნდის ყურება. ერთადერთი მიზეზი ეს არის თორემ დანარჩენი მიზეზები სხვა დროსაც იყო მაგრამ ივსებოდა სტადიონი. კუმანის ჩაციკვლები, აჩემებები, გადაკიდებები და უაზრო გადაწყვეტილებები ყველას ყელში ამოუვიდა. სტადიონზე კი არა სახლშიც არ უყურებს ბევრი