workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რადგან არაფერს ვამბობ, ხალხი ფიქრობს, რომ დივანზე უქმად ვზივარ – ინტერვიუ სამუელ უმტიტისთან

რადგან არაფერს ვამბობ, ხალხი ფიქრობს, რომ დივანზე უქმად ვზივარ – ინტერვიუ სამუელ უმტიტისთან

“ბარსელონას” ფრანგი ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი Mundo Deportivo-სთან ვრცელ ინტერვიუს წერს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვვარჯიშობ და ძალიან მინდა, ვითამაშო – მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველი, ფიზიკური კონდიციები კი შესანიშნავ დონეზეა.
ფსიქოლოგიური მდგომარეობა? საქმე ცოტათი რთულადაა. ტრავმის გამო მძიმე პერიოდი გამოვიარე, თუმცა, ახლა სიტუაცია შეცვლილია – ბედნიერი ვარ და, სხვა ფეხბურთელების მსგავსად, მატჩებში მონაწილეობის მიღება მსურს. ჩემი მიზანი გუნდის დახმარებაა, რისთვისაც ვარჯიშს გავაგრძელებ.
გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს, მე კი მიწევს, მას პატივი ვცე, სხვებზე მეტი ვივარჯიშო და ყველას ვაჩვენო, რომ მაღალ დონეზე ვიმყოფები.
დასვენებების გარეშე ვმუშაობდი, რადგან, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, კარგ ფორმაში არ ვიყავი – სხეულს ვარჯიში სჭირდებოდა. ვფიქრობ, პრესეზონზე თავი კარგად გამოვიჩინე. იმ 2 თუ 3 შეხვედრაში, რომელშიც ვითამაშე, ცუდად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ვიცი, რომ მუშაობა უნდა განვაგრძო. თუმცა, სათამაშო პრაქტიკა არ მაქვს.
სამართლიანად მექცევა თუ არა კუმანი? ვიმედოვნებ, რომ ასეა. ჩემს თავდაუზოგავ შრომას ყველა ხედავს. იმის დასამტკიცებლად, რომ შევიცვალე, შანსების მიღებას ველი.
კუმანისთვის არაფრის თხოვნა არ შემიძლია, რადგან გადაწყვეტილებებს ის იღებს. ჩემი აზრით, ასეთი რაღაცები არც უნდა ითხოვო. ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცო.
რონალდთან ვისაუბრე, რადგან შვებულებიდან დიდი ენთუზიაზმით დავბრუნდი და მაინტერესებდა, მწვრთნელი ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობდა.
გუნდში 6 ცენტრალური მცველია და ვიცი, რომ ჩემი ადგილის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა მელის, მაგრამ, ეს მომწონს. თუ რაღაცის გაკეთება მსურს და ვიცი, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს, ჩემი დონის დასამტკიცებლად ყველაფერს გავაკეთებ.
საკუთარ თავს სხვა კლუბში ვერ ვხედავ, ეს შეუძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი იმის ჩვენებაა, რომ “ბარსასთვის” სარგებლის მოტანა შემიძლია.
არავინ იცის, რა გავაკეთე და რას ვაკეთებ… ვარჯიშები, გაორმაგებული სესიები… რადგან არ ვსაუბრობ, ხალხს ჰგონია, რომ უქმად ვზივარ, დივანზე მოკალათებული ვარ და არაფერს ვაკეთებ, სინამდვილეში კი სახლში ყოველდღე ვვარჯიშობ.
გულშემატკივრების სტვენამ გული ძალიან მატკინა. არასდროს მიფიქრია, რომ ამ კლუბში მსგავსი რამ მელოდა, რადგან “ბარსელონა” ძალიან მიყვარს. ხალხმა ეს არ იცის.
როგორ მივმართავდი ქომაგებს, რომლებმაც მისტვინეს? შესანიშნავად ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანია კლუბი და მოთამაშეების დახმარებაა – თქვენი მოვალეობა ჩვენი მხარდაჭერაა. სტვენა უსარგებლოა. “ბლაუგრანასთვის” ყველაფერს გავიღებ – ასეა პირველივე დღიდან.
კუმანთან პრობლემები მაქვს? არა, მსგავსი რამ არ მომხდარა.
ზამთარში წასვლა? ეს კლუბი მიყვარს, წარმატების მიღწევა აქ მსურს. საკუთარ თავს აქ ვხედავ.
სხვადასხვა კლუბებისგან რამდენიმე შემოთავაზება მქონდა.
მსოფლიო ჩემპიონატის დროს კონსულტაცია 3 თუ 4 ექიმთან გავიარე, რომლებმაც მითხრეს, რომ ოპერაცია არ მჭირდებოდა და ეს დიდი რისკი იქნებოდა. საბოლოოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება მე მივიღე.
ჩემზე ბევრი ტყუილი ითქვა. თითქოს, კლუბის მოსმენა არ მსურდა. გადაწყვეტილება ერთად უნდა მივიღოთ. ქირურგიული ჩარევის ჩატარება არ მინდოდა, გუნდმა კი ამაზე დამთანხმდა.
მესის გარეშე ყველაფერი რთული იქნება – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დავკარგეთ. ახლა თამაში განსხვავებულად მოგვიწევს. ლეო ძალიან გვეხმარებოდა, ამიერიდან კი მეტი გუნდურობა გვმართებს.
“ლიონის” პრეზიდენტთან შეთანხმება მართლაც მქონდა. მან იცოდა, რომ “ბარსელონას დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა, თუ აქედან წასვლა მიწევდა, ყოფილ კლუბში დავბრუნდებოდი.
პრეზიდენტმა მითხრა, რომ დამეხმარებოდა. “ლიონმა” ბევრი მომცა, რისთვისაც მათთან ვალში ვარ.
ვფიქრობ, დემბელეს დარჩენა სურს. ის ყოველდღე ვარჯიშობს და ბედნიერია. უსმანი თითქმის მზადაა, თუმცა, დრო სჭირდება, რადგან რამდენიმე თვე გაუცდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 20 ოქტ 2021, 16:06

    არ მესმის თუ ეს ფორმაშია, მარტო თვითონ იცის? კუმანი ვარჯიშზე არ უყურებს და თუ უყურებს მაშინ თქვას რო არ ვარგაო და ტყუილ იმედებს ნუ აძლევს. ბარსა მიყვარსო აუჩემებია და ხელფასის დაკლებაზე ლაპარაკიც არ უნდა ამ ცხოველს.

  • altuna
    schedule 19 ოქტ 2021, 21:05

    იმსახურებს შანსს მარა შიბაქი კუმანი რამდენად ჯიუტი და პრინციპულია კი ვიცით ყველამ. მეეჭვება მისცეს შანსი

  • El pistolero 9
    schedule 19 ოქტ 2021, 18:46

    კიევთან მე პირადად პიკე-უმტიტის დუეტს ველოდები

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 ოქტ 2021, 18:30

    თუ მართლა ასე ხოდზეა და ასეთი მოტივირებულია მისცენ შანსი და ათამაშონ რაიცი იქნება კარგად ითამაშოს და აღიდგინოს ძველი ფორმა