Sport-ის ინფორმაციით, “რომას” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თავისი გუნდის ნახევარმცველებით ბოლომდე კმაყოფილი არაა, რის გამოც რიკი პუჩის გადაბირება სურს.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი მისი შეძენის ვარიანტს განიხილავს, თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელის მიზანი უცვლელია – მას წარმატების მიღწევა მხოლოდ “ბარსელონაში” სურს.
კატალონიური გამოცემის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია, რონალდ კუმანის ხელში პუჩმა სათამაშო დრო მოიპოვოს (მით უმეტეს, გავის გამოჩენის შემდეგ), შესაძლოა, მან აზრი შეიცვალოს.
თუმცა, ისიც ცხადია, რომ, როგორც ივარაუდება, ნიდერლანდელი სპეციალისტი პოსტს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. ამიტომაც, თუ რიკი ზამთარში გუნდს დატოვებს, უდიდესი ალბათობით, ეს მხოლოდ იჯარის წესით მოხდება.




აი მოურინიოსთან შეიძლება იჯარით წლის ბოლომდე გაუშვან(სანამ კუმანი გაქრება ბარსადან) ხელფასი უხადონ ოღონდ ეგეც ჩვენ არ შეგვტენონ. მოურინიო ან აქცევს ფეხბურთელად ან თვითონ შეიხვეწება მომაცილეთო.
როგორმე უნდა გავუძლოთ და ზაფხულამდე მოვითმინოთ.
ლა ლიგას მეშვიდე ადგილზე დავასრულებთ , ლიგაზე ჯგუფში ჩავრაჩებით, კოპა მაქსიმუმ 1/2. სუპერ თასი გამორიცხე. ტიტულებით დახუნძლული წელი გველოდება კუმანის წყალობით.
არა ეს არ გაუშვათ კარგი ღიმილი აქ
ტიპი მოურინიოსაც კი მოსწონს და კუმანის გული რით ვეღარ მოიგო??! ანდა რაუნდა ამის აღნაგობასთან ალბაა კუნთავიკი პედრი თუ დემირი??! რიკი სულით კულეა და იმედია ეშველება ამ ზაფხულს. ნეტა ტენ ჰაგი მოვიდოდეს🙏🙏
ხელები შორს… გასწი შენი ბინძური ხელები!!!