ESPN-ის ინფორმაციით, “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველით, ჯესი ლინგარდით ინტერესდება.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ინგლისელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება, კლუბთან მის გახანგრძლივებაზე კი უკვე უარი თქვა.
ამერიკული არხის თანახმად, 28 წლის ფეხბურთელი მზადაა, ესპანეთში ან იტალიაში გადაბარგდეს. “ბარსას” გარდა, ლინგარდის სიტუაციას “მილანიც” აკვირდება.

დავიჯერო იმ დე იონგს ვერ აჯობებს, თავით რო ვარსკვლავებს წყვეტს ციდან.
არადა ეს თუ სიმართლეა, ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან ფეხბურთელს დავიმატებთ. ეხლა გოლების გამტანი ხალხი მაგრად გვჭრდება და ამან გატანაც იცის და პასიც. ასევე დეპაისი არ იყოს ეხლა უდგას ის მომენტი როცა უნდა დაამტკიცოს რომ ინგილისის ძირითადის კაცია
რა ლინგარდი სულ გამოშტერდა ლაპორტა?
ისედაც ლენგლე, კოუტინიო და დემბელე გვყავს და კიდე ეს აღარ გვინდა.
კაი ყველას ბარსას,როგორ აწერენ მე ამათი.ამოეწურება და ამოეწუროს სხვასაც უნდა უფასო ტრანსფერები.ლინგარდი არა ჩუპო მოტინგი კიდე.