workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ერლინგ ჰოლანდისთვის იბრძვის | MD

ბარსელონა ერლინგ ჰოლანდისთვის იბრძვის | MD

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” იმ კლუბებს შორისაა, რომლებიც ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში არიან ჩაბმულნი.

წყაროს ცნობით, ნორვეგიელის გამოსასყიდი თანხის, 75 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება, თუმცა, ამ ყველაფერს აგენტ მინო რაიოლასა და მისი მამისთვის გადასახდელი თანხა და ფეხბურთელის ხელფასი ემატება.

კატალონიური გრანდი აცნობიერებს, რომ, ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 წლის თავდამსხმელისთვის სხვა ევროპულ გუნდებთან ბრძოლაში ვერ ჩაებმება.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს, კლუბი მიიჩნევს, რომ ჰოლანდის შეძენა მარკეტინგული გათვლაც იქნება. კატალონიელებს მომავალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 20-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელება შეუძლიათ, თუმცა, ხელმძღვანელებს ურჩევნიათ, თანხა შეინახონ და ზაფხულში, ერლინგის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთონ.

ამასთანავე, “ბლაუგრანა” ხელფასების შემცირებასა და ახალი შემოსავლების მიღებაზე ფიქრობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 15 ოქტ 2021, 15:12

    ციტატა: Davit..
    იყიდეთ ისაკი ამაში რო გინდათ მილიონების მოსროლა


    ისაკი ნამდვილად ამის იაფი ჩამოსხმაა, მშვენივრად მოერგება ბარსას. ჰალანდი გადაგვიყოლებს ჯერ რაიოლათი და მერე მამამისის და თავისი ხელფასით. ამ სანაკრებო თამაშებზე მშვენიერი იყო და მე მგონი არც სისწრაფე აქვს ნაკლები.

  • Davit..
    schedule 15 ოქტ 2021, 13:18

    იყიდეთ ისაკი ამაში რო გინდათ მილიონების მოსროლა

  • rivaldo80
    schedule 14 ოქტ 2021, 22:40

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: rivaldo80
    ამან ხეფლასი თუ არ დაიკლო მარტო პსჟ ან სიტიში ნიუკასლსი თუ წავა სხვა ამას არავინ იყიდის


    რეალიც მშვენივრად გადაუხდის ხელფასს, პერესი ტირის, ვითომ კრიზისშია ლაპორტას აიზულებს იდიოტური ნაბიჯები გადადგას, შემოსავლებზე უარი ათქმევინოს და დააპირისპიროს უეფასთან და ლა ლიგასთან. პარალელურად მბაპეში 150 მილიონზე მეტს იხდის. მომავალ ზაფხულს თუ მბაპე პოგბა და ჰოლანდი ერთად დადო, შეუძლია ლაპორტა და ბარსას ყველა პრეზიდენტი ერთად აიყვანოს და რაიმე ადგილის მფხანავად დაიქირაოს. ჩვენ ვდიოთ ფარჩაკ თავისუფალ აგენტებს, გადაბერებულებს, ტრავმიანებს ან უდონოებს, ტოპ სასტავი ალაბასი არ იყოს რეალში მიდიან


    ვერ გადაუხდის რეალი მაშინ ეგ ერთი ტრანსფერი უნდა გააკეთოს როცა რეალს ბარსაზე მეტი პრობლემა აქვს გინდა დაცვაში გინდა ნახევარდაცვაში…

  • Don_Andresito
    schedule 14 ოქტ 2021, 21:55

    ციტატა: rivaldo80
    ამან ხეფლასი თუ არ დაიკლო მარტო პსჟ ან სიტიში ნიუკასლსი თუ წავა სხვა ამას არავინ იყიდის


    რეალიც მშვენივრად გადაუხდის ხელფასს, პერესი ტირის, ვითომ კრიზისშია ლაპორტას აიზულებს იდიოტური ნაბიჯები გადადგას, შემოსავლებზე უარი ათქმევინოს და დააპირისპიროს უეფასთან და ლა ლიგასთან. პარალელურად მბაპეში 150 მილიონზე მეტს იხდის. მომავალ ზაფხულს თუ მბაპე პოგბა და ჰოლანდი ერთად დადო, შეუძლია ლაპორტა და ბარსას ყველა პრეზიდენტი ერთად აიყვანოს და რაიმე ადგილის მფხანავად დაიქირაოს. ჩვენ ვდიოთ ფარჩაკ თავისუფალ აგენტებს, გადაბერებულებს, ტრავმიანებს ან უდონოებს, ტოპ სასტავი ალაბასი არ იყოს რეალში მიდიან

  • rivaldo80
    schedule 14 ოქტ 2021, 21:07

    ამან ხეფლასი თუ არ დაიკლო მარტო პსჟ ან სიტიში ნიუკასლსი თუ წავა სხვა ამას არავინ იყიდის

  • El pistolero 9
    schedule 14 ოქტ 2021, 21:06

    ზაფხულში ეს აუცილებლად უნდა ვიყიდოთ!!!