workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტოსთან მოლაპარაკებები ჩაიშალა

სერჟი რობერტოსთან მოლაპარაკებები ჩაიშალა

“ბარსელონასა” და გუნდის მე-3 კაპიტანს, სერჟი რობერტოს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ რობერტოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება, ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები შეწყვიტეს. MD-ს ცნობით, ამის მიზეზი ისაა, კლუბი და 29 წლის ფეხბურთელი ხელფასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ.

იგივე წყარო იტყობინება, რომ სიტუაცია ახლა ძალიან გართულებულია და ესპანელმა მოთამაშემ, შესაძლოა, ამ სეზონის ბოლოს კატალონიური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სერჟი რობერტოს მოქმედი კონტრაქტის ვადა სწორედ მომავალი წლის ზაფხულში იწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 14 ოქტ 2021, 17:10

    ესეც სულ გაღორდა, გაყიდონ იანვარში თუ მაინც მუქთად უნდა ათესვა ამ უნამუსოს. ხელფასსაც დავზოგავთ და ორ კაპიკსაც ვიშოვით. არ არის ეს ბარსელონელი, ვიღაცისგან შეთავაზება ქონდა და იმით ვაჭრობს ეს ნაგლი.

  • El pistolero 9
    schedule 14 ოქტ 2021, 15:28

    გაუშვან ზამთარშივე. ვინმეს ბარტერში მაინც ჩართონ. მადლობა პსჟსთან გოლისთვის და რეალთან იმ ბურთის წამოღებისთვის. აი ესაა ამის ბარსელონური კარიერა

  • Adrian
    schedule 14 ოქტ 2021, 15:18

    იანვარში გავუშვათ თუ გაჩვებაა ან გავცვალოთ

  • azulgerana
    schedule 14 ოქტ 2021, 15:18

    ხო და ძალიან კაი. ესეიგი არ ეკუთვნის მეტი ხელფასი

  • Don_Andresito
    schedule 14 ოქტ 2021, 15:08

    მივაყიდოთ იანვარში, 5 მილიონად. მოგვეყვანა ბელერინი, იჯარით უშვებდა არსენალი. როგორც მარჯვენა მცველი რობერტოს მაინც ჯობს. აკადემიაშიც არავინ გვყავს მაგ პოზიციაზე წესიერი. დესტის და მინგესას იმედად ჩემი მტერი იყოს. ემერსონი ჩქარ ჩქარა მმიაყიდა სლიფონა პრეზიდენტმა, არადა დუმფრისი 12 მილიონი ღირდა სულ. მოკლედ მაგარი დასალაგებელია გუნდი, არც ერთ პოზიციაზე არაა ვითარება ისე რო წყნარად იყოს კაცი. 5-6 ტოპ იგროკი უნდა გუნდს რაც ზღაპარია უახლოეეს 3-4 წელში, ამ ახალგააზრდებსაც 2-3 წლიანი გამოცდილება უნდა. ანუ მაგდენ წლიანი კრიზისი გარანტირებული გვაქ, რა თქმა უნდა შეიძლება მეტიც, თუ ლაპორტამ ესე კარგა ახალგაზრდები

  • Iniesta_8
    schedule 14 ოქტ 2021, 13:51

    ოღონდ ეს წავიდეს და ბარგს მე ჩავულაგებ. ძაან მაინტერესებს რისი იმედი აქვს, ხეტაფეზე უკეთესი არავინ მიიყვანს, ამის ადგილზე ჩუმად ვიქნებოდი და რასაც შემომთავაზებდნენ დავთანხმდებოდი. ამისნაირებს საერთოდ რაზე უნდა ჰქონდეთ პრეტენზია არ მესმის.

  • NeymardaSilva
    schedule 14 ოქტ 2021, 13:29

    ფუ, სირცხვილია ეს რო კაპიტნად გვყავს.