გუნდიდან ლეო მესის წასვლის შემდეგ, “ბარსელონას” სეზონს ძალიან მძიმედ იწყებს – კატალონიელები ლა ლიგაში ამჟამად მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან და ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი 0 ქულა აქვთ.
Transfermarkt-ის მიხედვით, რონალდ კუმანი მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად მემფის დეპაის იყენებს – მან “ბარსას” 9-ვე თამაშში მოედანზე 90-90 წუთი გაატარა. შემდეგი სერხიო ბუსკეტსია, რომელმაც ასევე ყველა შეხვედრაში ითამაშა, თუმცა, მოედანზე ჯამში 734 წუთი გაატარა. სამეულს ფრენკი დე იონგი ხურავს, რომლის ანგარიშზეც 8 მატჩში 676 წუთია.
რაც შეეხება მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, მან 7 შეხვედრა სრულად ჩაატარა (630 წუთი), სერჟინიო დესტმა კი 8 დაპირისპირებაში მწვანე მინდორზე 615 წუთი დაჰყო.
იხილეთ სრულად:
მემფის დეპაი – 9 მატჩი – 810 წუთი
სერხიო ბუსკეტსი – 9 მატჩი – 734 წუთი
ფრენკი დე იონგი – 8 მატჩი – 676 წუთი
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – 7 მატჩი – 630 წუთი
სერჟინიო დესტი – 8 მატჩი – 615 წუთი
რონალდ არაუხო – 9 მატჩი – 615 წუთი
ჟერარ პიკე – 8 მატჩი – 529 წუთი




მეორე დე იონგს რას ერჩის, არ არის მთლად ნიდერლანდელი?
თუ ნიდერლანდელი ხარ გზა ხსნილი გაქვს, თუგინდ დაბალი დონე იყო.