“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა ესპანურ ტელეარხ TVE-სთან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებსა და ლუის ენრიკეს მუშაობაზე ისაუბრა. ინტერვიუს ბოლოს “მაესტროს” “ბარსასთან” დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზეც ჰკითხეს, რაზეც კონკრეტული პასუხი არ გაუცია:
ნებისმიერ შემოთავაზებას შევაფასებთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. არ ვიცი, მომავალი სად წამიყვანს, თუმცა ნებისმიერი შესაძლებლობის განხილვისთვის მზად ვარ.
ბოლო პერიოდში ჩავი “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის შემცვლელად აქტიურად მოიაზრება, თუმცა ჯერჯერობით ნიდერლანდელი პოსტს ინარჩუნებს.

ლაპორტა კი ხვდება, მაგრამ რა ქნას. იმ კატას გავს ძეხვს რო ვერ შესწვდა და პარასკევია დღესაო, გული რო დაიწყნარა.
არა აქვს კუმანის გასაშვები ფული და რა ქნას აგერ ზაქარიას ყიდვა უნდა და მაგაის ფული არა აქვს, ჰოლანდს ვიღა დარდობს.
ეჰ ჩავი გვიშველე რამე.. რა სი#ია ლაპორტა თვალში თითი უნდა თხარო მაინცდამაინც რომ დაინახოს რა არის სწორი და რა არასწორი?
მზად ვარო ლაპორტა შე თავ@ლე განიშნებს მიხვდე იქნებ მაინც