workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მემფისი და ფრენკი დე იონგი ნიდერლანდების ნაკრების ძირითადში მოხვდნენ

მემფისი და ფრენკი დე იონგი ნიდერლანდების ნაკრების ძირითადში მოხვდნენ

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე ლატვია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ეგიდით ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

“ნარინჯისფრების” ძირითად შემადგენლობაში “ბარსელონას” ფეხბურთელები, ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი მოხვდნენ, ლუკ დე იონგი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ფრენკი დე იონგი და მემფისი ნიდერლანდების წამყვანი მოთამაშეები არიან. ეს უკანასკნელი 7 გოლით საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი დეპაის თურქეთთან პერფორმანსი იყო, სადაც მან ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ნიდერლანდების ნაკრები 6 ტურის შემდეგ, ნორვეგიასთან ერთად, 13 ქულით, G ჯგუფის ლიდერია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2021, 14:53

    ლუკა რატო არ არის ნაკრებში, რა დააშავა? არ უნდათ თავით გატანილი გოლები ნიდერლანდელებს?