მიმდინარე სეზონში “ბარსელონაში” თავი ძალიან ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოიყარა, ერთ-ერთი გამორჩეული კი პაბლო პაეს გავირაა.
Cadena SER-ის ინფორმაციით, როცა გავიმ “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” ახალგაზრდული კონტრაქტი გააფორმა, მისით ინგლისური კლუბები ინტერესდებოდნენ და 3 წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა, 17 წლის მოთამაშემ დარჩენა გადაწყვიტა.
უნიჭიერეს ნახევარმცველს კატალონიელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. გავრცელებული ცნობებით, “ბარსა” მას ხელშეკრულებას 5 წლით გაუხანგრძლივებს.

ალბათ ძალიან დიდი რიგი იდგა, როდის მოასწრეს ამის თამაშის შესწავლა, ჯერ კუმანმაც არ იცის რა ბაჯაღლო ყავს.