სანდო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონა” გუნდის 17 წლის ნახევარმცველს, პაბლო მარტინ პაეს გავირას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.
როგორც წყარო იტყობინება, ახალი ხელშეკრულება 5 წელზე იქნება გათვლილი, ფეხბურთელის ხელფასი კი ყოველ წელს გაიზრდება. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხას მიიღებს ახალგაზრდა მოთამაშე.
გუშინ, პაბლომ, რომელიც “ბარსას” პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა, ესპანეთის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და 85-წლიანი რეკორდიც მოხსნა – ის “ფურია როხას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

პოზიცია შეურჩიონ სწორი
ეკუთვნის, მაგრამ კიდევ არ გაებან შარში როგორც მესიზე მოუვიდათ.