“ბარსელონას” სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების საქმეებს ხელმძღვანელობს.
Rac1-ის ჟურნალისტის, ფერან კორეასის ინფორმაციით, ლაპორტას ბორდის წევრი ამჟამად ანსუ ფატის, პედრის, რონალდ არაუხოსა და გავის ხელშეკრულებებზე მუშაობს და სურს, მათთან შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიოს.
ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა, საუბარია სხვა მოთამაშეთა საქმეებზეც:
- შესაძლოა, განიხილონ ოსკარ მინგესას კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება;
- იუსუფ დემირთან დაკავშირებით, კლუბი გადაწყვეტილებას მომავალში მიიღებს;
- რიკი პუჩის მომავალი ახალ მთავარ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.
ფატის, პედრისა და დემირს “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2022 წელს ეწურებათ, გავის, არაუხოს, პუჩსაა და მინგესას კი – 2023 წელს.




არვიცი რა ხდება რა პრინციპით და ვისი კარნახით იგეგმება ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც დიდ ბარდაკს გავს ბარსას გასახდელი.
პუჩი 22 წლისაა და არა 23
ოლე გუნარ სოლსკიაერს ბავშვის სახიან მკვლელს ეძახდნენ, 25 წლისა იყო და 18 გავდა
მაგრამ იმას სერ ალექსი წვრთნიდა ამ ხისთავიანისგან განსხვავებით (ნუ ხისთავიანი ისიც იყო, მაგრამ ჭკვიანი ხისთავიანი)
რიკის 1 სეზონი დააკარგვინა ბულდოგმა, თუ ბოდიბილდერი უნდა, მაშინ ადამა ტრაორე დააბრუნოს
რა რიკი პუჩი ხო არ აპანჭალებენ ესენი
პედრიც ჯობია და გავიც
პუჩმა როდის უნდა ითამაშოს
ტიპი 23წლის არი და 14წლისას გავს
პუჩი გასაყიდია სანამ ფასი ადევს. პუჩის პოზიციაზე პედრი და გავიც გვეყოფა 🙂
"რიკი პუჩის მომავალი ახალ მთავარ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული"
ესე იგი ბულდოგს "იდი ნახვამდისო" ეუბნებიან?!