workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი ბარსაში ჩატარებულ მე-100 მატჩზე: ამ შედეგით ძალიან ვამაყობ

ფრენკი დე იონგი ბარსაში ჩატარებულ მე-100 მატჩზე: ამ შედეგით ძალიან ვამაყობ

ფრენკი დე იონგი “ბარსელონას” 2019 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც იგი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრია. ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, “ბენფიკასთან” გამართული შეხვედრა მისთვის საიუბილეო გამოდგა.

კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა.

24 წლის ფეხბურთელი Barça TV-სთან საუბარში აცხადებს:

“ბარსას” რიგებში 100-მატჩიან ნიშნულზე ასვლით ძალიან ვამაყობ. ჩემი ფავორიტი მატჩი და გოლი “ბლაუგრანაში”? კოპა დელ რეის ეგიდით ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართული ფინალი, რომელშიც გოლი გავიტანე.

აღნიშნულ დაპირისპირებაში “ბარსელონამ” ბასკები 4-0 გაანადგურა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 02 ოქტ 2021, 16:53

    ბენფიკასთან მშვენივრად თამაშობდა სანამ კუმანმა პიკეს ადგილზე არ გადაიყვანა.

  • Albicelecte
    schedule 01 ოქტ 2021, 20:48

    ალაგ-ალაგ კი, მაგრამ ჯამში საამაყო არაფერი გაქვს barca-6

  • La Pulga10
    schedule 01 ოქტ 2021, 18:20

    ისეე ატლეტიკთან ეს უნდა გამხდარიყო მატჩის გმირი,ტიპმა იფრინა.