workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სახელფასო ლიმიტის ამოწურვის მიუხედავად, ბარსას ახალი მწვრთნელის დანიშვნა შეეძლება

სახელფასო ლიმიტის ამოწურვის მიუხედავად, ბარსას ახალი მწვრთნელის დანიშვნა შეეძლება

ბოლო პერიოდში რონალდ კუმანის გათავისუფლების შესახებ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია. ნიდერლანდელის გაშვება ფინანსურ საკითხებთანაც იქნება დაკავშირებული, სადაც “ბარსელონას” ნამდვილად არ ულხინს.

TV3-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსამ” სახელფასო ლიმიტს უკვე გადააჭარბა, ლა ლიგა კლუბს უფლებას მისცემს, სახელფასო ლიმიტის 4% ახალი სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებას მოახმაროს. ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” სახელფასო ლიმიტი 97 მილიონი ევროა, რომლის 4% 3.9 მილიონს უტოლდება. ამის შესახებ ლა ლიგის გენერალურმა მენეჯერმა, ხოსე გუერამ ისაუბრა:

ჩვენ გვჯერა, რომ თუ კლუბს უარყოფითი დინამიკის შეცვლა სჭირდება, სახელფასო ლიმიტს კი უკვე გადააჭარბა, მას პერსონალის შეცვლა უნდა შეეძლოს, რისთვისაც ახალი სახელფასო ლიმიტის 4%-ის გამოყენების უფლება ექნება.

“ბლაუგრანა” ახალ მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესს, რობერტო მარტინესსა და ოსკარ გარსიას მოიაზრებს. რონალდ კუმანის მომავლზე ყოველ მატჩს, მათ შორის დღევანდელსაც, დიდი გავლენა ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 30 სექ 2021, 17:07

    ეს ლაპორტა მე მგონი ამასაც ვერ გააგდებს, ახლზე აღარც ვლაპარაკობ.

  • La Pulga10
    schedule 29 სექ 2021, 21:22

    ხოდა აბა ჰე რონალდ.ჩავი მოვა შემცირებულ ხელფასს დასთანხმდება,თუ უნდათ მელოტა დატოვონ ასისტენტად დანარჩენები გაუშვან და ეგაა რა.

  • me da barca
    schedule 29 სექ 2021, 20:52

    ეს სახელფასო ჭერი სხვა ქვეყნებში მგონი არაა და რა გახდა ეს ლა ლიგა, დიქტატურას ამყარებენ მგონი. საგადასახადო პოლიტიკა საშინელი აქვთ, პარსავენ ყველას იმხელა პროცენტი დააწესეს.

  • Davita
    schedule 29 სექ 2021, 20:33

    თუ კუმნს თავისი შტაბით გაუშვებენ სახელფასო ჭერი არ გათავისუფლდება? მოიყვანონ ხავი და არამგონია ამ გაჭირვების ჟამს კუმანზე დიდი ხელფასი მოითხოვოს