პრემიერ ლიგაში კარგად ასპარეზობის ფონზე, “ლესტერის” ნახევარმცველ იური ტილემანსს რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა.
AS-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ბელგიელს აკვირდება, “ბარსელონაა”. გარდა ამისა, ფეხბურთელი “რეალის”, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” რადარზეა.
24 წლის მოთამაშეს “ქინგ პაუერის” ბინადრებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. წყაროს ცნობით, დაინტერესებული მხარეები მასზე დაკვირვებას გააგრძელებენ.

ტილემანსს რას ერჩი მაგარი ფეხბურთელია და შენ საერთოდ კრიტიკის მეტი იცი რამე?
რას უნდა ვერჩოდე, ხშირად ვუყურებ პრემიერლიგას და არაფერი განსაკუთრებული არ არის, ჩვეულებრივი საშუალო დონის არის, არაფრით უკეთესი ნიჭი არაქვს ლამასიელებზე, კარგი მწვრთნელის ხელში ჩვენი ბიჭები ჯიბეში ჩაისვამენ ტილენმანს და ბარეულს კიდე, მთავარია კუმანი მოშორდეს გუნდს
დე იონგი გყავდეს ჩამშლელზე და ამას აკვირდებოდე:დ
ტილემანსი თავის დროზე უნდა ეყიდათ , ახლა გაუჭირდებათ. და ნამდვილად გამოგვადგება , მსგავსი სტილის ნახევარმცველი არ გვყავს, შორიდანაც მაგრა უბრახუნებს, შემტევ ნახმცველადაც შეუძლია და საყრდენადაც. ნეტავ იყიდიდნენ.
აიაქსის თამაშს ვუყურებ და ვფიქრობ როდის გვეღირსება ეგეთი ლამაზი ფეხბურთის თამაში ბარსას შესრულებით?
კარგია მაგრამ ამდენი ნახევარმცველი არ გვჭირდება საკმარისი ტალანტები გყავს გუდში.
ისეთი მოყარეს ბარსაში რო იმათან შედარებით ეს ინიესტაა, დანი ოლმო არ მოათრიონ და ჯანდაბას იყოს ტილენმანი
ძაან მაგარი ბიჭია
ნოთ ბედ
კაი რა, რა ტილემანსი?!
ამდენი გუნდი თუ აკვირდება ჩვენ ვინ მოგვცემს