workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდის შედგება სერხიო აგუეროს დებიუტი | El Chiringuito

როდის შედგება სერხიო აგუეროს დებიუტი | El Chiringuito

El Chiringuito-ს ჟურნალისტი, ჟოზე ალვარესი, სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს. 

არგენტინელი ცენტრფორვარდი, რომელიც “ბარსელონას” სეზონის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო მოედანზე ჯერ არ გასულა, გუნდის მაისურით თამაშს 17 ოქტომბერს მოახერხებს, როცა “ბარსა” “კამპ ნოუზე” “ვალენსიას” უმასპინძლებს. 

ტრანსფერის განხორციელებამდე მიიჩნეოდა, რომ აგუერო თამაშებში ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვებოდა, თუმცა რონალდ კუმანის გუნდის ახლანდელი ფორმიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი შანსია, 33 წლის ფეხბურთელმა გამოჯანმრთელების შემდეგ ადგილი სასტარტო თერთმეტეულში დაიმკვიდროს.

“ვალენსიასთან” მატჩამდე “ბარსა” ლა ლიგაში “ლევანტესა” და “ატლეტიკოს”, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე “ბენფიკას” უნდა შეხვდეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 25 სექ 2021, 14:46

    მე მგონი კუმანი ისე დაგვტოვებს, რო ამას ვერ ათამაშებს.

  • Albicelecte
    schedule 24 სექ 2021, 20:05

    აჰა, მაინც კარგია, რომ ვეტერანი და დონე ფეხბურთელია გუნდში
    ჩავის მოსვლამდე ცოტას წაიფაფხურებს, რომ ლიგის საგზურის მოპოვებაში მაინც მიიღოს მონაწილეობა
    მერე გადაჯდება სკამზე და ბავშვებს ზღაპრებს მოუყვება ხოლმე, როგორ გახდა სიტი გრანდი, როგორ იწყებდნენ კარიერას ეგ და ლეო როცა მათი ტოლები იყვნენ და ა.შ. flushed

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 სექ 2021, 18:38

    ეჰ აგუერო რო ძველ ფორმაში იყოს..რაც არუნდა იყოს ლუკ ხე იონგს მაინც ხო აჯობებს თან ამის სტილი უფრო შეესაბამება ბარსას დაბალია მოქნილი და გოლის გატანა ძაან მაგრად ეხერხება..სიტის მაშინ ათრევდა ეს როცა მაგათი სახსენებელი არ იყო ხოდა ბოლოს მაგრად დააფასეს მესისი არ იყოს

  • forca barcA
    schedule 24 სექ 2021, 18:29

    ჩვენში დარჩეს და უკვე მაგარი მკიდია :d