workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა პოგბასა და ჰოლანდის შეძენით ინტერესდება

ბარსელონა პოგბასა და ჰოლანდის შეძენით ინტერესდება

ფაბრიციო რომანომ Twitch-ის დღევანდელი პირდაპირი ეთერი “ბარსელონას” გარშემო განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა. მწვრთნელობის კანდიდატებზე საუბრის გარდა, იტალიელმა ტონი ჟუანმარტისთან ერთად “ბარსას” სატრანსფერო სამიზნეებიც მიმოიხილა.

ჟურნალნალისტების ინფორმაციით, კატალონიური კლუბი პოლ პოგბასა და ერლინგ ჰოლანდის შეძენით ინტერესდება. “ბლაუგრანა” დაელოდება, როგორ წარიმართება ფრანგსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და ამის მიხედვით იმოქმედებს. “ბარსას” კონკრეტული ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.

რაც შეეხება ნორვეგიელ თავდამსხმელს, ჟოან ლაპორტას მის აგენტ მინო რაიოლასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. თავის მხრივ, 21 წლის ფეხბურთელს ისეთ გუნდში თამაშის სურს, რომელსაც კარგი სპორტული პროექტი და ფინანსური მდგომარეობა აქვს. ზაფხულში გამოჩნდება, შეძლებს თუ არა “ბარსას” პრეზიდენტი მათ დარწმუნებას. 

“ბარსელონა” ასევე იმ კლუბებს შორისაა, რომელიც “ლაიფციგის” 19 წლის ნახევარმცველს, კარიმ ადეიემს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდება. რაიმე უფრო კონკრეტული ჯერ-ჯერობით არაფერია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 24 სექ 2021, 15:06

    ინტერსდება, ეს ფაქტია. აი მოყვანაზე ლაპარაკი კი ცოტა ძნელია, მე მგონი შეუძლებელიც.

  • Wtf man1
    schedule 23 სექ 2021, 20:24

    გრიზმანი ბრაიტა უმტიტი ლენგლე კოუტინიო ზაფხულში გაუშავნ. ჰალანდის და ოლმოს ფულს კი ამოაგდებენ ხელფასებზეც ამოისუნთქებენ და პოგბასაც მოიყვანენ უფასოდ. თუ მაყუთი შემორჩათ ერთი ცენტრ მცველიც იყიდონ და ვსო მეტი არავინ გვინდა. მომავლის გუნდი გვეყოლება სერიოზული

  • Don_Andresito
    schedule 23 სექ 2021, 19:48

    დედაშენს მოუყევი ეგ ზღაპრები ლაპორტა არაკაცო

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 სექ 2021, 18:45

    CHEPE,
    მაგ მომენტის შემდეგ უფრო მეტად შემზიზღდა ჰოლანდი. და პოგბა იმდანად ამპარტავანია რომ სირბილსაც არ კადრულობს

  • Davita
    schedule 23 სექ 2021, 18:36

    ლაპორტას არაქვს სამაგისო კვერცხები რომ ეს ორი ვარსკვლავი მოიყვანოს ისე კი ორივე არასასიამოვნო პიროვნებაა განსაკუთრებით ქერა სარი, ფულის ხამები არაინ და როდის დაგაღალატებს არიცი

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 სექ 2021, 18:21

    ესენი ორივე ისეთი ტიპები არიან რომ ვერ ვიტან პიროვნულად ძაან ქედმაღლები და თავში აქვს ორივეს ავარდნილი მაგრამ ორივე რომ გვჭირდება ეგაა საქმე