workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება დროებით გადაიდო | MD

რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება დროებით გადაიდო | MD

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სერჟი რობერტოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე კვირაში უნდა გაეხანგრძლივებინა, თუმცა Mundo Deportivo იტყობინება, რომ პროცესი მოულოდნელად შეფერხდა.

MD-ს მტკიცებით, კლუბთან დაკავშირებული პირები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის საჭირო დოკუმენტების შედგენა შეყოვნდა და ის მზად მომდევნო კვირამდე არ იქნება, თუმცა გამორიცხული არაა, სამუშაო პროცესი მომდევნო საათების განმავლობაში დაჩქარდეს.

“ბარსას” მესამე კაპიტანი კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს და ანაზღაურებას საგრძნობლად შეიმცირებს. მანამდე ხელფასი ჟერარ პიკემ, ჟორდი ალბამ და სერხიო ბუსკეტსმაც დაიკლეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 23 სექ 2021, 10:15

    მოკლედ ფეხბურთთან ერთად ამათ ქაღალდების გაფორმებაც დაავიწყდათ როგორ ხდება.

  • me da barca
    schedule 23 სექ 2021, 00:22

    ლა ლიგიდან მესიც წავიდა და თხლენზემამ გაილაღა, უკვე 7 გოლი დაუგროვდა.