დაახლოებით ორი კვირის წინ, “ბარსელონამ” 2021/22 წლების სეზონის მესამე ფორმა წარადგინა, რომელსაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში გამოიყენებს. როგორც ჩანს, განსხვავებული დიზაინის მქონე მაისურებმა გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, აღნიშნული ფორმა ერთ კვირაში სეზონის ყველაზე გაყიდვადი მაისური გახდა. ფეხბურთელთა შორის კი, ყველაზე დიდი პოპულარობით მემფის დეპაის, ფრენკი დე იონგისა და ანსუ ფატის ფორმები სარგებლობდა.
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მესამე ფორმით პირველად მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ 3-0 წაგებულ შეხვედრაში ითამაშეს.

ის ჯანბაზი ფორმა მოაშორეთ აქედან
მოკლედ საშინლად დაებედათ და ჯობია დროზე ამოიღონ ხმარებიდან. მითუმეტეს სულ 5 თამაში დარჩათ ჩასატარებელი. არამგონია სადმე გააღწიონ ამათ, ბენფიკასაც ვერ მოუგებენ.