workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენისა და ბუსკეტსის მატჩისშემდგომი კომენტარები

ტერ შტეგენისა და ბუსკეტსის მატჩისშემდგომი კომენტარები

„ბარსელონას“ წამყვანმა მოთამაშეებმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და სერხიო ბუსკეტსმა „გრანადასთან“ გამართული მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

ტერ შტეგენი: „ქომაგები იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე არასდროს – ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ამ წუთისთვის, კომპლექსური სიტუაციაა შექმნილი და გვჯერა, რომ ის ახალგაზრდული ენერგია, რომელიც გუნდში სუფევს მოგვცემს დიდი საქმეების კეთების ძალას. რაც შეეხება შეხვედრას, ძალიან რთული იყო მეტოქის ზონებში შეჭრა, ისინი სივრცეებს კარგად კეტავდნენ.“

ბუსკეტსი: „ვწუხვართ ორი ქულის დაკარგვის გამო. გამარჯვება გვსურდა, მაგრამ მეტოქე თავს ძალიან კარგად იცავდა და სივრცეებს კეტავდა. ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ და ანგარიში გავათანაბრეთ.“

მოგეხსენებათ, რომ „გრანადასთან“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი რონალდ არაუხომ გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 21 სექ 2021, 13:45

    ტერ შტეგენ კარებს მიხედე, კარებს. სად დარბიხარ? სად იდგა გოლის მომენტში, იქ რა უნდოდა.

  • me da barca
    schedule 21 სექ 2021, 12:19

    გრანადას დაცვას, რომ ვერაფერს უპირისპირებს იმ მწვრთნელს რა უნდა ბარსაში.
    მწვრთნელი ჭკვიანი უნდა იყოს და არა ესეთი ხეპრე.

  • sophie-gaucho
    schedule 21 სექ 2021, 10:48

    ეჰ ბუსი, 2 ქულა ყველაზე ცოტა რამაა რაც დავკარგეთ… ჩვენ დავკარგეთ მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა. კუმანს არაფერი ეტყობა რომ მისი ტაქტიკით ამ ყველაფერს გამოასწორებს

  • LM10RG10
    schedule 21 სექ 2021, 10:03

    აღარაა ვაბშე ბუსკეცი სასტავის კაცი☹ცენტრზე ისე მარტივად გადმოდიან თითქოს არც გვყავს საერთოდ ჩამშლელი😏გუშინ იმდენი არაზუსტი პასი გააკეთა ვერც დავითვალეე😶პოგბას დასათრევად ყველაფერი უნდა ქნას ლაპორტამ