სპორტული კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) გამოაქვეყნა 2021/22 სეზონის პროგნოზი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატთან დაკავშირებით.
მათი წინასწარი შეხედულება დაფუძნებულია ფეხბურთელთა გამოცდილებაზე, ტრანსფერებსა და ბოლო წლებში ნაჩვენებ შედეგებზე.
CIES-ის პროგნოზით ქვეყნის ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ გახდება, ხოლო საპატიო მეორე ადგილს თანაქალაქელები დაიკავებენ („ატლეტიკო“). რაც შეეხება „ბარსელონას“, მას ცენტრი მესამე ადგილზე მოიაზრებს. მიჩნეულია, რომ დაქვეითდებიან „ელჩე“, „ალავესი“ და „კადისი“.
მეტი ინფორმაციულობისთვის გამცნობთ, რომ მითითებული პორტალი ინგლისის ჩემპიონად „მანჩესტერ სიტის“ მოიაზრებს, საფრანგეთის – „პარი სენ-ჟერმენს“, გერმანიის – „ბაიერნს“, ხოლო იტალიის – „ინტერს“.




მე მგონი ეშლება, ბარსა მადლობელი იქნება მე-4 ადგილითაც რო ლიგაზე ითამაშოს.
გერმანიის ჩემპიონი ბაიერნი გახდებაო?! საიდან და რანაირად მოარტყეს ნეტავ
ცოტა შემოგეპარებინათ რა პირდაპირ გვეუბნებით
ანუ სევილიას ვაჯობებთ? სევილიას მეორე შემადგენლობაც კი ჩვენზე ძლიერია
მესამეო ტიპებმა ამათმა გაურეკეს.. ასეთი თამაშით ოთხეულიც სანატრელია და ევროპა ლიგაც
ისტორიაში პირველი არ ვიკისროთ და ყველაფერზე თანახმა ვარ
არ მჯერა, მეოთხე თუ ავიღეთ მაგარია.