გამოცემა Marca საინტერესო განხილვას გვთავაზობს კლუბის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზე. ფილიპე კოუტინიო „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში დაბრუნდა, სადაც 0:3 დავმარცხდით და სამწუხაროდ, კარში დარტყმა ვერ მოვახერხეთ.
ამ აუცილებლად დასავიწყებელი შეხვედრის ნათელი წერტილი ბრაზილიელი შემტევის 9-თვიანი ტრავმის მერე მოედანზე შემოსვლაა. „ლივერპულის“ ყოფილ მოთამაშეს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს.
რაში მდგომარეობს „ბარსელონას“ პოლიტიკა?
ფეხბურთელები გუნდს ხელშეკრულების ამოწურვამდე დატოვებენ. კლუბი უფასო „დანაკარგების“ თავიდან არიდებას შეეცდება. აქედან გამომდინარე, 2021/22 წლების სეზონი კოუტინიოსთვის ბოლო შანსი უნდა იყოს, რათა გუნდში დამკვიდრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მომავალი მომდევნო ივნისში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ის, რომ მოკლევადიანი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელთა ბედი მათი ბოლო სეზონის წინა ფანჯარაზე გადაწყდება ჟოან ლაპორტამ სამი მაგალითით დაგვიმტკიცა. ესენია უსმან დემბელეს, ილაიშ მორიბასა და ალეხანდრო ბალდეს შემთხვევები – ერთი კონტრაქტს მომდევნო კვირებში გაახანგრძლივებს, მეორე – „ლაიფციგს“ შეუერთდა, ხოლო მესამემ კლუბის შემოთავაზება მიიღო.
კოუტინიომ სადებიუტო სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. მისი პირველი სრული სეზონი სტატისტიკურად ასე გამოიყურება: 54 თამაში, 11 გოლი, რასაც სათამაშო პრაქტიკის ძიებაში „ბაიერნში“ იჯარა მოჰყვა. გასულ სეზონში ის „კამპ ნოუზე“ დაბრუნდა, რამდენიმე თამაში ჩაატარა და შემდეგ მძიმე დაზიანება მიიღო. საერთო ჯამში, 91 შეხვედრა და 23 გოლი აქტივში.
მოსალოდნელია, რომ პედრის ტრავმასა და დაღლილობასთან ერთად, კოუტინიოს როლი მომდევნო შეხვედრებში კიდევ უფრო გაიზრდება და ეს იქნება შანსი მისთვის, რომ დაიბრუნოს ძველი გავლენა დიდ საფეხბურთო სამყაროში.




ფუჭი იმედებია, რო ეს როდისმე ათამაშდება.
მოსაშორებელი არის ესეც
ქართველი მრჩეველი თუ გენ დირექტორი რო ყავს ლაპორტას და თანაც ქალი, მანდ ჩანს რა პოლიტიკაც აქვს ბარსელონას უკვე 😀